ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების კომისიამ მილიარდერი სემუელ უაილი ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულა.
მაქინაციების წყალობით უაილმა შეძლო 550 მილიონი დოლარის გადახდა აერიდებინა თავიდან. გარდა ამისა, მას სხვა უკანონო ქმედებაშიც ედება ბრალი, რის შედეგადაც დამატებით 130 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
სემუელ უაილი ფასიანი ქაღალდების კომისიის ყველა ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების კომისიამ მას ბრალდება კომისიის ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ წარუდგინა. ის ძმები უაილების საქმიანობას 2008 წლიდან იკვლევს. სამწუხაროდ უალის ძმა ჩარლზი 2011 წელს გარდაიცვალა.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ბანკმა რეგულატორს მიმართა იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ოფშორულ კომპანიასთან აპირებდა ხელშეკრულების გაწყვეტას განცხადებით, რომ ვერ გაარკვია, ვის ეკუთვნოდა ისინი. ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების კომისიამ გაარკვია, რომ ეს კომპანიები, უაილის ინტერესებიდან გამომდინარე, სატრასტო ფონდებად იყო რეგისტრირებული.
სემუელ უაილი ამტკიცებს, რომ ამ ფონდებს არ აკონტროლებდა, თუმცა კომისიამ გაარკვია, რომ სწორედ ამ ფონდების დახმარებით ახორციელებდა ინვესტიციებს და თავისი შემოსავლების დიდ ნაწილს ამ გზით მალავდა.







































































