განაში ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მაშველები ტრანსპორტში დარჩენილი მგზავრების ამოყვანას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ჯონ მაჰამამ დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.







































































