ცნობილმა კინომსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ „Associated Press“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დედობა არასოდეს სურდა. ჯოლის სიტყვებით, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც პირველი ბავშვი იშვილა.
„ეს უცნაურია. მე არასოდეს მსურდა ბავშვი მყოლოდა. მე არასოდეს მსურდა ფეხმძიმობა. მე არასოდეს ვმჯდარვარ ბავშვებთან. მე არასოდეს მიფიქრია საკუთარ თავზე, როგორც დედაზე“ – სიცილით განაცხადა ანჯელინამ.
კამბოჯაში, ბავშვებთან სკოლაში თამაშისას, მსახიობმა მოულოდნელად გააცნობიერა, რომ მისი შვილი ამ ქვეყანაში, სადღაც იმყოფება. ჯოლიმ მედოქსი 2002 წელს იშვილა. ერთი წლის შემდეგ მის საპატივცემულოდ ჯოლიმ პროვინცია ბატამბანგში ფონდი გახსნა.
ამჟამად მსახიობი ფილმის „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ გადაღებებში იღებს მონაწილეობს (წიგნი – „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს: კამბოჯელი ქალიშვილის მოგონებების“ მიხედვით) . ანჯელინას შვილები მედოქსი და პაქსი ეხმარებიან.
ამჟამად ანჯელინა ბრედ პიტთან ერთად 14 წლის მედოქსს, 12 წლის პაკს, 10 წლის ზაქარის, 9 წლის შაილოს, 7 წლის ტყუპებს ნოქსს და ვივიენს ზრდის.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved






































































