დღეს ქალაქ ოზურგეთის მ,უნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილვალდ 7 საკითხი იყო გამოტანილი. აქედან ორი საკითხი ეხებოდა, პირდაპირი განკარგვის წესით ქალაქ ოზურგეთში გურიის ქუჩაზე მდებარე 9 კვ.მ და 22 კვ.მ მიწის ნაკვეთებს. განმცხადებლები აღნიშნული მიწის ნაკვეთებს 20 წლით და 25 წლიანი იჯარით ითხოვდა.
ერთი საკითხის განხილვას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, ხოლო მეორე საკითხს, 22 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 25 წლით სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, მხარი არ დაუჭირეს კომისიების თავმჯდომარეებმა და დეპუტატებმა: ირინა საჯაიამ, ლევან მგელაძემ, ნინო ტაბატაძემ, ნანული ორაგველიძემ, მედეა მახარობლიძემ და გოჩა ძიმისტარაშვილმა. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს კომისიებზე აღნიშნული საკითხის გატანა და განხილვა.