ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში კრიპტომერიის ხეები დაიწვა. "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ნარუჯაში ზვიად მიქელაძე ამბობს, რომ ხანძარი სავარაუდოდ, საზაფხულო სამუშაოების დროს მოხდა.
"ვიყავით შემთხვევის ადგილზე და ქარსაფარ ზოლში კრიპტომერიის 40 ხე არის დამწვარი." – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ზვიად მიქელაძემ.
ინფორმაციისთვის, გასული კვირის მიწურულს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში ქარსაფარ ზოლში ხანძარი გაჩნდა.
"დაახლოებით 5-6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაიწვა. ცეცხლი წაეკიდა ასევე ნაძვის ხეებს" – გვითხრეს გურიის სამაშველო სამსახურში.
ზვიად მიქელაძის თქმით, დიდი საშიშროება იყო, რომ მოცვის პლანტაციებში გადასულიყო ცეცხლი, მაგრამ დროულად მოხდა ხანძრის ჩაქრობა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ათეულობით ნაძვის ხე დაიწვა.