BBC -ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დელში არმიამ წყალზე კონტროლი დაამყარა, ინდოეთის დედაქალაქის 10 მილიონზე მეტ ადამიანს წყალი არ მიეწოდება.
გავრცელებული ცნობით, დელში წყალმცენარეებმა წყლის მარაგის ავზის დაზიანება და დანგრევა გამოიწვია.
როგორც წყლის კომპანიაში აცხადებენ, ქალაქისთვის წყალმომარაგების სრულად აღდგენას სამი ან ოთხი დღე დასჭირდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, წყლის არხის დაზიანების გამო სასმელი წყლის მიწოდების რამდენიმე დღით შეწყვეტა მოსახლეობის პროტესტის მიზეზი გახდა.
როგორც ცნობილია, სამი დღის განმავლობაში წყლის მიუწოდებლობით გამოწვეული არეულობის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, პროტესტანტებმა რამდენიმე გზატკეცილი და რკინიგზაც გადაკეტეს.