ლონდონში BRIT AWARDS 2016 გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას TELEGRAPH ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საუკეთესო ბრიტანელი სოლო შემსრულებელი ქალი ადელი გახდა, ხოლო საუკეთესო სოლო შემსრულებელი მამაკაცის კატეგორიაში ჯეიმს ბეიმ გაიმარჯვა.
რაც შეეხება საერთაშორისო სოლო შემსრულებელ მამაკაცს, კატეგორიაში გამარჯვებულად ჯასტინ ბიბერი დასახელდა, ხოლო ამავე ნომინაციის შემსრულებელი ქალი ბიორკი გახდა.
საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის კატეგორიაში გამარჯვებული "ქოლდფლეი" გახდა, ხოლო საერთაშორისო ჯგუფის ნომინაციაში გამარჯვება ჯგუფმა "თეიმ იმფალამ" მოიპოვა.
ნომინაცია საუკეთესო შემსრულებელი აქტის გარღვევისთვის გამარჯვებულად "ქეთფიშ ენდ ბოთლემენი" დასახელდა.
ბრიტანეთის წლის სინგლი ადელის "ჰელოუ" გახდა.
რაც შეეხება წლის ბრიტანულ ალბომის კატეგორიას, გამარჯვებულად ადელეს "25" დასახელდა.
როგორც ცნობილია, წლის ბრიტანელი პროდიუსერი ჩარლი ენდრიუ გახდა, წლის საუკეთესო კლიპად კი "ვან დირექშენის" "დრეგ მი დაუნ" დასახელდა.


































































