ინციდენტი მოხდა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ყრილობის დასრულების შემდეგ, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ესწრებოდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ასკურავა ამბობს, რომ ისინი აპირებდნენ საჰაერო ბუშტების (წარწერით “არა გაზპრომს“) გაშვებას და ამ აქციას ხელი შეუშალეს სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირებმა.



































































