ფიფას ექსპრეზიდენტს, იოზეფ ბლატერსა და მიშელ პლატინის საფეხბურთო საქმიანობა 8 წლის ნაცვლად 6 წლით აეკრძალათ. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მათ ბრალი კორუფციაში ედებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბლატერმა პლატინს გაწეული სამსახურისთვის 1,8 მილიონი ევრო ქრთამის სახით გადაუხადა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბრალდებას ორივე მათგანი უარყოფს და შესაძლებელია, მათმა საქმემ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაინაცვლოს.
26 თებერვალს ფიფა-ს კონგრესის სხდომაა დაგეგმილი, სადაც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, მანამდე კი ფიფა-ს პრეზიდენტის მოვალეობას ისა ჰაიატუ ასრულებს.