მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, 29 წლის რაფაელ ნადალი დიდი ხანია ფეხბურთის თამაშითაა დაინტერესებული.
რასაკვირველია ეს იმას არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში იგი თავს დაანებებს დიდ ჩოგბურთს.
შეჯიბრებისგან თავისუფალ დროს ნადალი მშობლიური მალიორკის რეგიონალური ჩემპიონატის მესამე დივიზიონის კლუბ "ინტერ მანაკორის" ღირსებას დაიცავს 9-ნომრიანი მაისურით.
შეგახსენებთ, რომ რაფას ბიძა, მიგელ-ანხელ ნადალი, სახელოვანი ესპანელი ფეხბურთელი იყო წარსულში და "ბარსელონისა" და ეროვნული ნაკრების წევრი იყო წლების განმავლობაში.