https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქობულეთის პატარა ფეოდალი სეზონური აზროვნებით

2:04; 30.04.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ სასტუმროს რომელ სართულზე ცხოვრობთ? _ ეკითხება ჟურნალისტი თემურ ჭყონიას.

_ სასტუმროში არ ვცხოვრობ, ქობულეთში სახლი მაქვს. მიყვარს აქაურობა. ზამთარ-ზაფხულ ვცურავ, _ პასუხობს ბიზნესმენი ასევე “ექსკლუზიურად პირადად”.

ეს ინტერვიუ 2011 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა… ქობულეთში სეზონური აზროვნების ჟამი იდგა..

ქალაქში, სადაც თემურ ჭყონიას თქმით, თურმე, “ტვინდაჟანგებული, სეზონურად მოაზროვნე და ქურდი ქობულეთელები” ცხოვრობენ, მას ნამდვილად აქვს სახლი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ზამთარ-ზაფხულ დაცვა ჰყავს.

ქობულეთია სწორედ ის ქალაქი, სადაც თემურ ჭყონია, ბოლო წლების განმავლობაში, თავის ბიზნესს ავითარებს და შესაბამისად, პირად ყულაბასაც ავსებს.

ჩვენი წყაროები ირწმუნებიან, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ბიზნესმენის კუთვნილ სასტუმრო “ჯორჯიან პალასში” მთელი სეზონის განმავლობაში, ყოველგვარი გრაფიკის გარეშე, მინიმალური ანაზღაურების ფასად ემსახურებიან ჩამოსულ სტუმრებს. წყაროს ცნობით, 18-19 წლის გოგონები და ბიჭები არაერთხელ გამხდარან სასტუმროს შეზარხოშებული კლიენტების მხრიდან უხეშად მოპყრობის მსხვერპლნი. მათი დამატებითი შრომის ანაზღაურებაზე კი საუბარიც ზედმეტია.

_ “ხომ გასწავლეთ ქობულეთელებს ჩაცმა?” _ ასეც ხშირად ესალმება ბიზნესმენი თანამშრომლებს და შემდეგ თვითკმაყოფილი იერით ტოვებს იქაურობას, _ ამბობს წყარო.

მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივები ამ ყველაფერს იტანენ, ის საშინელი უმუშევრობაა, რაც ქობულეთისთვისაც ისეთივე დიდი პრობლემაა, როგორც მთელი საქართველოსთვის. სწორედ ამ ადამიანების უმუშევრად დარჩენის შიშით ვერ ვასახელებთ მათ ვინაობას, ვინც გვესაუბრა ამ ქვემოთ მოყვანილ თემაზე და კიდევ უფრო მეტზეც.

თუმცა, თავად თემურ ჭყონიას “ექსკლუზიურად პირადად” მედიისთვის ნათქვამი სიტყვები ყველაზე უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რა განწყობაც აქვს მას ქობულეთისა და ქობულეთელების მიმართ.

ეს განწყობა მან “გურია ნიუსთან” ინტერვიუშიც დაადასტურა, რომლის სრულ ვერსიასაც აქვე შემოგთავაზებთ.

ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ოთარ ხინიკაძეს თემურ ჭყონიას მიერ გაკეთებული ეს განცხადება დაუჯერებლად მოეჩვენა. ჩვენს მიერ ნაკარნახევი სტატიის სათაური, გაზეთის გამოცემის თარიღი და ჭყონიას ციტატა საგულდაგულოდ ჩაინიშნა და განაცხადა: “მე მაგას არავის არ ვაპატიებ და ვნახავ ერთი მაგ სტატიას, სანამ არ გავერკვევი და არ წავიკითხავ, ვერაფერს ვერ ვიტყვი მანამდე. თუ მართლა მასე აქვს ნათქვამი, შეიძლება საჯაროდ და სახალხოდ არა, მაგრამ ერთი-ერთზე დავუჯდები, დაველაპარაკები და პასუხსაც მოვთხოვ მაგაზე, მაგრამ რაღაც მეეჭვება მაგის მსგავსი რამე რომ თემურს ეთქვას…”

ქობულეთელების ინტერესების დამცველი საკანონმდებლო ორგანოში, სტატიის გაცნობის შემდეგ უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთებას შეგვპირდა და ამ ეტაპზე მოუცლელობის გამო უარი გვითხრა იმაზე, რომ თავად მივაწოდებდით სტატიას და ციტატასაც მოვუნიშნავდით.

ჭყონიას ქობულეთისა და საერთოდ აჭარის გმირულ წარსულზე რომ ველაპარაკოთ, ან ილია ჭავჭავაძის “შინაური მიმოხილვები” ვუხსენოთ, სადაც პუბლიცისტი და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ქობულეთის განსაკუთრებულ როლზე საუბრობს, დროის ფუჭი კარგვა იქნება.

ამიტომ, ამ სტატიაში იმაზე ვისაუბრებთ, როგორ გაჩეხა ჭყონიამ ფიჭვნარი ქობულეთის ზღვის სანაპიროზე.

საცურაო აუზი ზღვის სანაპიროზე… გაჩეხილი ფიჭვნარის ნაცვლად

სასტუმრო “ჯორჯიან პალასის” მიმდებარე ტერიტორია _ 15 000 კვადრატული მეტრი, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან 27 თებერვალს შეიძინა. ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ფიჭვისა და ნაძვის ხის ნაცვლად, კოტეჯები და საცურაო აუზი აშენდებოდა.

ტერიტორია, სადაც თემურ ჭყონიამ ხეების მოჭრა დაიწყო, ერთ-ერთ უნიკალურ ზონად ითვლება ქობულეთში თავისი სამკურნალო თვისებებით. არც ის იყო შემთხვევითი, რომ ამ ადგილას, თავის დროზე, მობილიზებული იყო ორი სანატორიუმი: _ ერთი _ “თოლია”, ბავშვებისთვის, მეორე _ სანატორიუმი “საქართველო” გულსისხლძარღვთა დაავადებულთათვის; ადგილის უნიკალურობას კი სწორედ ფიჭვნარის არსებობა განაპირობებდა.

გარდა იმ ფართისა, რომელიც ჭყონიამ შეიძინა, მის მიერ დაქირავებულმა მუშებმა რამდენიმე ხე იმ ტერიტორიაზეც მოჭრეს, რომელიც 3 მეტრითაა დაშორებული თემურ ჭყონიას მიერ შესყიდული ნაკვეთიდან. საზღვრის თვითნებური გადაწევა და ფიჭვების მოჭრა მხოლოდ ბოდიშის მოხდით გამოისყიდეს. მსგავსი ქმედების გახორციელების შემთხვევაში, რიგითი მოქალაქის მიმართ, შეიძლებოდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო. ადგილობრივების პროტესტს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია _ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, მათ პატრულის გამოძახებით დაემუქრნენ.

საჯარო უწყებებში აცხადებენ, რომ კერძო საკუთრების მფლობელს მისი განკარგვა საკუთარი შეხედულების მიხედვით შეუძლია.

აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ზურაბ ჭუკვეიძის განმარტებით, სამინისტრო ინვესტორს ხეების შენარჩუნებას არ ავალდებულებს, მთავარია, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს.

ზურაბ ჭუკვეიძე: _ კომპანია ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ვალდებულია ააშენოს დასასვენებელი კომპლექსი და დაასაქმოს საქართველოს 100 მოქალაქე.

აჭარის ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამმართველომ ადგილობრივი ჟურნალისტები ქობულეთის გამგეობასთან გადაამისამართა, სადაც განუცხადეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ.

“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაუკავშირდა და შემდეგი კითხვებით მიმართა:

_ რამდენად დასაშვებია ასეთი ნებართვის გაცემა ზღვისპირა ზოლში, რადგან ამ ფიჭვნარის წინ მოსახლეობა ცხოვრობს და ეს ხეები გარკვეულწილად დამცავ ფუნქციასაც ასრულებენ?

_ რამდენად სწორია ის განცხადება, რომ სამინისტრო ინვესტორს ხეების შენარჩუნებას არ ავალდებულებს?

სამინისტროდან მიღებული პასუხი ასეთია: “სანაპირო ზოლზე ხეების მოჭრის ნებართვის გაცემის რეგულირება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციას სცილდება. ზოგადად, მშენებლობის პროექტში ხეების მოჭრა გათვალისწინებულია. დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის გარდა, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ხის მოჭრა ნებართვას არ საჭიროებს, ანუ მესაკუთრეს შეუძლია ხეების მოჭრის გადაწყვეტილება თავად მიიღოს, ხოლო მისი შემდგომი ტრანსპორტირება და გადამუშავება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის #96 ბრძანების საფუძველზე რეგულირდება.”

რაც შეეხება ჩვენს კითხვას, რამდენად ნებადართულია და ვინ არის პასუხისმგებელი ხეების მოჭრაზე იმ ზონაში, რომელიც არ ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაგვიმარტეს, რომ: “იმ შემთხვევაში, თუ ხეები მოჭრილია თვითმმართველობის ტერიტორიაზე და ხეების მოჭრა შეთანხმებული არ არის, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ჩადენილი იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა და შესაბამისად, თუ დადასტურდა სამართალდარღვევის ფაქტი, შესაბამისად, პასუხისმგებელი პირია თვით სამართალდამრღვევი.”

მიუხედავად იმისა, რომ ხეები იმ ზონაშიცაა მოჭრილი (რასაც ჩვენს მიერ გადაღებული ფოტოებიც მოწმობს), რომელიც ჭყონიას არ ეკუთვნის, ამ ამბის მომკითხავი არავინ აღმოჩნდა.

ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფიჭვნარის გაჩეხვის შესახებ ჩვენგან შეიტყო. მაგრამ რადგან ახლა ლიტვიის დელეგაციის მასპინძლობითაა დაკავებული, ამ ამბავსაც სტატიის მსგავსად, ალბათ, მოგვიანებით გაარკვევს _ ყოველ შემთხვევაში, ასე გაგვიცხადა ოთარ ხინიკაძემ სატელეფონო საუბრისას.

“გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” თანათავმჯდომარე, ეკოლოგიის მაგისტრი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ შავი ზღვის სანაპიროს დეკორაციული პიარ-აღმშენებლობა, უნიკალური კულტურული და ბუნებრივი გარემოს განადგურების ხარჯზე ხორციელდება: “ახალი კიტჩური და სანაპიროს გამწვანებული ზოლის განადგურების მიზეზი სააკაშვილისა და მისი ოლიგარქების კორუფციული, ასევე პროპაგანდისტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა…

აჭარაში, გურიასა, თუ სამეგრელოში უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს სანაპირო ზოლის ნაგლეჯ-ნაგლეჯ გაყიდვა ქრთამის სანაცვლოდ, ასევე მრავალწლიანი წიწვნარის დაუნდობელი განადგურება ფეშენებელური ვილებისა, თუ კომერციული ობიექტების მშენებლობისთვის…

ახლახანს ქობულეთში, თემურ ჭყონიასთვის მიყიდულ ტერიტორიაზე დაუნდობლად გაჩეხეს ხეები… ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ, სამწუხაროდ, გასაკვირი აღარაა… არც ხელისუფლებისგან, რომელიც ბაღ-პარკებსა და რეკრეაციულ ზონებს მასიურად ანადგურებს, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა თუ სხვა ქალაქებში… და არც ჭყონიასგან, რომლის მორიგი “მაკდონალდსის” მშენებლობა სულ ახლახანს წერეთლის მეტროს მიმდებარედ არსებული სკვერის ტოტალური განადგურების ხარჯზე დაიწყო…

სანაპირო ზოლის გამწვანებას გააჩნია ესთეტური, ეკოლოგიური, სანიტარული, რეკრეაციული და სხვა მრავალი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. შესაბამისად, მისი შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სულიერი განვითარებისთვის, ასევე, ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისითაც. გარდა ჰაერის გაწმენდისა და ჟანგბადით გამდიდრებისა, წიწვოვანების მიერ გამოყოფილ ბუნებრივ ნივთიერებებს ბაქტერიების განადგურებისა და სამკურნალო თვისებები გააჩნია. ამასთანავე, სანაპიროს გამწვანებას აბრაზიის საწინააღმდეგო ანუ ნაპირგამაგრებითი ფუნქციაც გააჩნია.

ასე რომ, ქობულეთისა, თუ შავიზღვისპირეთის გამწვანებული ზოლის გაჩეხვა ყოვლად დაუშვებელია და დანაშაულია, როგორც ჩვენი, ასევე, მომავალი თაობების წინაშე.

არ შეიძლება ხელისუფლება, წარმოდგენილი ეკონომიკის სამინისტროსა თუ სხვა ორგანოების სახით, გარემოსდაცვითი პირობების ამ შემთხვევაში გამწვანებული ზოლის შენარჩუნების ვალდებულების გარეშე ასხვისებდეს სანაპირო ზოლს. ჩემი აზრით, გამწვანებული ზოლი საერთოდ არ უნდა გასხვისდეს!”

“გურია ნიუსი” თემურ ჭყონიასაც დაუკავშირდა:

_ ბატონო თემურ, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, დასავენებელ კომპლექსში, რისთვისაც შეიძინეთ ტერიტორია “ჯორჯიან პალასის” გვერდით, 100 ადამიანის დასაქმებას აპირებთ. კიდევ რის გაკეთება იგეგმება ამ ტერიტორიაზე?

_ თქვენ რატომ გაინტერესებთ, მითხარით და მერე გეტყვით.

_ საკურორტო სეზონი მოდის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საკითხები გვაინტერესებს…

_ ნანა სალუქვაძეა ადამიანის რესურსების და კადრების უფროსი და იმან უკეთ იცის ეგ საკითხი.

_ ის მაინც თუ იცით, ამ პროექტში უცხოელი ინვესტორებიც არიან თუ მხოლოდ თქვენ განახორციელებთ სამუშაოებს?

_ ინვესტიცია რა შუაშია? ჩვენ ვაკეთებთ მაგას. მარტო მშენებლობაზე არ არის _ სასტუმროშიც უნდა დავასაქმოთ, ზოგი მიმტანებად იმუშავებს, ზოგი _ დამლაგებლად, ზოგი _ პლიაჟის დამლაგებლად, ბევრი რამეა… ეგენი ხომ არაპროფესიონალები არიან, ხო?

_ დამლაგებლის პროფესია ჯერ არ შემოუღიათ და ისე, მე როგორც ვიცი, თქვენი მოსამსახურე პერსონალი იმ ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც პროფესიული გადამზადების კოლეჯები აქვთ გავლილი.

_ ვინც არაპროფესიონალია, იმას პროფესიონალად ვაქცევთ, თუ სურვილი აქვთ, ვინც პროფესიონალია, სხვა რამეზე გავგზავნით და ასე…

_ ანუ ამ 100 ადამიანის დასაქმების საპირწონედ გაიჩეხა ხეები ზღვის სანაპირო ზოლში?

_ როდის იყო, არ ვიცი ეგა…

_ სულ ახლახანს… და ანუ არ გაჩეხილა ხეები?

_ არა, კაცო, ტყუილია ეგა, 2 ხე მოვჭერით გამხმარი, საზიზღრობა. უსაქმური ხალხი ყოფილან ეგენი…

P.S. ვინ მოიხსენია თემურ ჭყონიამ უსაქმურებად, ვერ გეტყვით. ალბათ, ის ადამიანები, რომლებიც ამ ხეების მოჭრას აპროტესტებდნენ. ფაქტია და ფოტომასალითაც დასტურდება, რომ ათეულობით ხე იქნა მოჭრილი.

როგორც ჩანს, მრავალწლიანი წიწვნარის დაუნდობელი განადგურება ფეშენებელური ვილებისა თუ კომერციული ობიექტების მშენებლობისათვის არა ერთი, რომელიმე რიგითი ბიზნესმენის, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკაა.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"პესიმისტი" ნათელა თოხაძე ბოლომდე ბრძოლას აპირებს

გურული ბიჭები ექსკლუზიურად გურია ნიუსისთვის

ყველა სიახლე

სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო