რამდენიმე წლის წინ ამერიკულ სპრინგფილდში მცხოვრები კატა – ჰენკი სენატის წევრობის კანდიდატი გახლდათ. ჰენკი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და მისი სახელი საარჩევნო ბიულეტენში გახლდათ შეტანილი.
ჰენკის მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.
გარდა ამისა, ჰენკის საარჩევნო პროგრამაში აღნიშნული იყო, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ყველა კატას ექნებოდა უფასო რძე.
საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ჰენკმა სპრინგფილდის არჩევნებში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა და თავისი ქვეყნის სენატში მოხვედრა ვერ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ისტორიაში ჰენკი არ არის პირველი შინაური ცხოველი, რომელიც პოლიტიკაში ერთვებოდა.
2010 წელს ტეხასის შტატის გუბერნატორის არჩევნებზე კენჭს იყრიდა ძაღლი – ვუდროუ, ხოლო ქალაქ სანოლის საპატიო მერი 1981-1994 წლებში ძაღლი გახლდათ, სახელად ბოსკო.