11 მარტს, განახლდა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩები. ჩოხატაურის "ბახმარო" წყალტუბოს "სამგურალს" ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა დასაშვები ლიმიტით ისარგებლა და პირველი ლიგის გუნდიდან ხუთი ფეხბურთელი დაიმატა, რამაც ჩოხატაურელთა ამოცანა კიდევ უფრო გაართულა. "ბახმარომ" პირველ ტაიმში შეძლო ანგარიშის გახსნა გოლი გუნდის ახალწვეულმა ირაკლი ღლონტმა გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. ტაიმიც ამ ანგარიშით დასრულდა თუმცა მასპინძლები დანებებას არ აპირებდნენ მეორე ტაიმში მათ მოძალებულ შეტევებს გოლი მოყვა და ანგარიშიც გათანაბრდა.
მატჩის საბოლოო ანგარიში მიხეილ ჟღენტმა 85-ე წუთზე დააფიქსირა და "ბახმაროს" ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ჩოხატაურელები მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე ხონის "იმერეთის" წინააღმდეგ ჩაატარებენ 16 მარტს, 15 საათზე.
ტურის დანარჩენი მატჩები ასე დასრულდა:
„ხიხანი“ (ხულო) – „მეშახტე-2“ (ტყიბული) 2–0
„მერცხალი-2“ (ოზურგეთი) – „რაჭა“ (ამბროლაური) 4–1
„იმერეთი-2“ (ხონი) – „სულორი“ (ვანი) 0–1
„სამეგრელო-2“ (ჩხოროწყუ) – „საირმე“(ბაღდათი) 1–4
„კოლხეთი-2“ (ხობი) – „ეგრისი“ (სენაკი) 2:2
„ზანა“ (აბაშა) – „მარგვეთი – 2006“ (ზესტაფონი) 0:3