https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით 5 პირზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

18:03; 15.03.2016
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, პროკურატურამ დაადგინა გელა ღურწკაიას მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობა და დანაშაულში ჩართულ იმ პირთა წრე, რომელიც ვიდეჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში მონაწილეობდა.

"2015 წლის დეკემბერში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე დაუკავშირდა გელა ღურწკაიას, რომელსაც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ერთ-ერთი ჩანაწერის "ქრონიკა პლუსის" დირექტორ ელისო კილაძეზე გასაღება. თავის მხრივ ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს ჩანაწერები გადასცა მისმა მეგობარმა ინგა ჩატოიანმა. მან ეს მასალები ადვოკატ ირაკლი ფხალაძისგან მოიპოვა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ადვოკატმა ეს მასალები გამოართვა ზურაბ ჯამალაშვილს", _ განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ამ ეტაპზე მოცემულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია: გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩატოიანის, ირაკლი ფხალაძის მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით. 2016 წლის 14 მარტს, ბრალდებულად დაკავებულ იქნა ზურაბ ჯამალაშვილი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის I ნაწილით.

იხილეთ პროკურატურის განცხადება უცვლელად: "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს, გელა ღურწკაიამ, ქ.თბილისში, გუდაურის ქუჩა N7-ში მდებარე შპს "მედიაჰოლდინგი ქრონიკა+"-ის ოფისში, ამავე ორგანიზაციის დირექტორს ელისო კილაძეს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელების მიზნით, წარუდგინა სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერი. 2016 წლის 3 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გელა ღურწკაია, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილი იყო სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

პროკურატურამ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა გელა ღურწკაიას მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობა და დანაშაულში ჩართული იმ პირთა წრე, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ხსენებული ვიდეოჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში. კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში, შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე დაუკავშირდა გელა ღურწკაიას, რომელსაც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ერთ-ერთი ფარული ჩანაწერის მედია ჰოლდინგ "ქრონიკა+"-ის დირექტორისათვის – ელისო კილაძისათვის გასაღება.

თავის მხრივ, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს ხსენებული ჩანაწერები გადასცა მისმა მეგობარმა ინგა ჩატოიანმა, რომელმაც ვიდეოები, თავის მხრივ 2015 წლის ზაფხულში, მათი რეალიზაციის მიზნით, ადვოკატ ირაკლი ფხალაძისგან მოიპოვა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2014 წელს, ადვოკატმა ირაკლი ფხალაძემ ხსენებული პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გამოართვა ზურაბ ჯამალაშვილს და გადაწყვიტა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მათი გავრცელება. ადვოკატ ირაკლი ფხალაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 2016 წლის 13 მარტს ამოღებული იქნა ბრალდებულის პერსონალური კომპიუტერი, სადაც ინახებოდა ხსენებული და სხვა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც როგორც დგინდება შექმნილია 2012 წლის ივნისამდე პერიოდში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზურაბ ჯამალაშვილს, რომელმაც ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს მიაწოდა ხსენებული ვიდეოჩანაწერები, ჰყავს შვილი ვასილ ჯამალაშვილი, რომელიც 2012 წლის 18 ივლისიდან – 2012 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

ამ ეტაპზე მოცემულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია: გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩატოიანის, ირაკლი ფხალაძის მიმართ, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით. 2016 წლის 14 მარტს, ბრალდებულად დაკავებულ იქნა ზურაბ ჯამალაშვილი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის I ნაწილით.

ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში, მთავარი პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტ სივრცეში პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეო მასალების გამავრცელებელი პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ხსენებულ საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით.

გამოძიების დაწყებისთანავე, უწყვეტ რეჟიმში ჩატარდა და მიმდინარეობს აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე, გაცემულ იქნა სასამართლოს განჩინებები, რომლის თანახმად სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნა გაეგზავნა აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს, youtube-ს, facebook-ს და google-ს სერვერებიდან – IP მისამართების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს ის ქვეყანა, საიდანაც განხორციელდა ვიდეომასალის განთავსება ინტერნეტში და მოხდეს ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ინტერნეტ-მოხმარებელის იდენტიფიცირება. საქართველოს მხარის მიერ შუამდგომლობით მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ასევე მოიცავს იმის დადგენასაც, თუ კონკრეტულად ვინ შექმნა facebook-ის გვერდი პოლიტიკოსის სახელით, საიდანაც ჟურნალისტებთან და სხვა პირებთან დაიგზავნა ვებგვერდის ლინკი, სადაც განთავსებული იყო ვიდეომასალა.

გამოძიების მსვლელობისას, საქართველოს პროკურატურამ მიმართა youtube-ის ცენტრალურ ოფისს ვიდეომასალასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფიქსაციის მოთხოვნით, ვინაიდან ვებგვერდის მიერ გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურ რეჟიმში არ წაშლილიყო IP მისამართების შესახებ ინფორმაცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ პროკურატურის და სამართალდამცავი უწყებების მიერ, შესაბამისი ვებგვერდის ადმინისტრაციასთან დაუყონებლივ იქნა გაგზავნილი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალის ბლოკირების და საიტიდან მოხსნის მოთხოვნა, რაც დაკმაყოფილდა.

ასევე, საქართველოს პროკურატურის მიერ ვიდეომასალის გამავრცელებლის დადგენის და ამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ქ.თბილისში, ჩატარდა 6 საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, 5 სხვადასხვა ობიექტიდან გამოთხოვილ იქნა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მოცემულ დრომდე უწყვეტად მიმდინარეობს მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალის შესწავლა. ამოღებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე დანიშნულ იქნა კომპლექსური ექსპერტიზები, გამოკითხულ იქნა 10 პიროვნება, ამასთან გამოკითხულ იქნენ ის ჟურნალისტები, ვისაც პირადი facebook-ის გვერდზე დაეგზავნათ გავრცელებული კადრების შესახებ ინფორმაცია, მოწმეების მონაწილეობით დათვალიერდა აღნიშნულის ამსახველი ელექტრონული მიმოწერა.

საქართველოს პროკურატურა სამი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კომპლექსურ რეჟიმში განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას ადამიანის პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების სრულად გამოსაძიებლად და ამ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, რა მიზნითაც აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს სამართლებრივი დახმარების თხოვნით", _  ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17 სექტემბერი, 2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17 სექტემბერი, 2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

11:01; 17 სექტემბერი, 2026
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:13; 17 სექტემბერი, 2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16 სექტემბერი, 2026

განათლების სამინისტროში თსუ-ს სტუდენტებსა და დაინტერებულ ჯგუფებთან შეხვედრა ჩაინიშნა

ფარული ჩანაწერების საკითხზე ირაკლი შოთაძე არასამთავრობო სექტორს შეხვდება

ყველა სიახლე

საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17.09.2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს სხდომაზე: რუსეთი ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას

20:31; 17.09.2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო