სხდომას, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩავარდა, 141 დეპუტატი ესწრებოდა და მათგან 37-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
საკონსტიტუციო ცვლილებებს სრულად დაუჭირეს მხარი “ევროპულმა საქართველომ”, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, “პატრიოტთა ალიანსმა” და უფრაქციო დეპუტატებმა.
“ქართული ოცნების” დეპუტატებიდან, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, სამმა – ენზელ მკოიანმა, კახა ოქრიაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
გთავაზობთ ჩამონათვალს იმ დეპუტატებისა, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარის ნინო წილოსანის ჩათვლით, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს: ირაკლი აბუსერიძემ, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ანზორ ბოლქვაძემ, გოგა გულორდავამ, გოჩა ენუქიძემ, მუხრან ვახნტანგაძემ, ცოტნე ზურაბიანმა, ედიშერ თოლორაიამ, შალვა კიკნაველიძემ, კობა კობალაძემ, კარლო კოპალიანმა, გიორგი კოპაძემ, კობა ლურსმანაშვილმა, იოსებ მაკრახიძემ, სამველ მანუკიანმა, გურამ მაჭარაშვილმა, სულხან მახათაძემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, გოგი მეშველიანმა, სავალან მირზოევმა, რომან მუჩიაშვილმა, დიმიტრი მხეიძემ, პაატა მხეიძემ, თამაზ ნავერიანმა, რუსლან პოღოსიანმა, დავით სონღულაშვილმა, მერაბ ქვარაიამ, მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი შიოლაშვილმა, გოდერძი ჩანქსელიანმა, ოთარ ჩრდილელმა, ნინო წილოსანმა, შოთა ხაბარელმა, ლერი ხაბელოვმა, ირაკლი ხახუბიამ, თენგიზ ხუბულურმა და ვიქტორ ჯაფარიძემ.