ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურებში ბიბინეიშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც გვითხრეს, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და უცნობია რამ გააჩინა ცეცხლი.
_ კვამლი როგორც კი შევნიშნეთ მივედით, მაგრამ გვაინი იყო. ისე დაიწვა, რომ ვერაფრის გამოტანა ვერ მოვახერხეთ, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას თვითმხილველებმა.