კანადაში, მომავალი წლიდან, შესაძლოა, მარიხუანას გაყიდვა კანონიერი გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კანონის ამოქმედების შემთხვევაში კანადა დასავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა გახდება, სადაც ნარკოტიკების გამოყენება თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ჯეინ ფილპოტი პირობას დებს,რომ მარიხუანა ბავშვებისა და დამნაშავეებისთვის მიუწვდომელი დარჩება.
"ჩვენ ვითანამშრომლებთ სამართალდამცავ პარტნიორებთან, რომ ხელი შეეწყოს სათანადო და პროპორციულ სისხლის სამართლის ღონისძიებებს,"_განაცხადა ფილპოტმა.
მისივე თქმით, მარიხუანას მომხმარებლების დაპატიმრება პრობლემას ვერ გადაჭრის.
მაუწყებლის ცნობით, ქვეყანაში მარიხუანას ვაჭრობის დაკანონებას კონსერვატორები ეწინააღმდეგებიან.
როგორც ცნობილია, კანადაში მარიხუანას სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენება უკვე კანონიერია.































































