სოციალური მომსახურების ცენტრის გურიის სამსახურში საკადრო ცვლილებები ხორციელდება."გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი ვასილ ხომერიკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას უარყოფს ხომერიკი.
"სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო მომსახურების ცენტრის უფროსის მოადგილედ შარშან ივლისში დავინიშნე, დღეის მდგომარეობით ვასრულებ უფროსის მოვალეობას"_ აღნიშნავს ვასილ ხომერიკი.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი თეა ლომჯარია ინიშნება. ლომჯარია "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ხომერიკი კი ამბობს, რომ ჯერჯერობით , უფროსის პოსტზე ვინმეს დანიშვნის ოფიციალური ბრძანება დაწერილი არ არის.