სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში საკადრო ცვლილებებია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" საუბრისას კატეგორიულად უარყობს ვასილ ხომერიკი, რომელიც დღემდე ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულდება, სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ხომერიკი თინათინ ლომჯარიამ ჩაანაცვლა.
აღნიშნულს ლომჯარიაც ადასტურებს და ამბობს, რომ მოვალეობის შესრულებას მომავალი კვირიდან შეუდგება.
თინათინ ლომჯარია რამდენიმე წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იურისტად მუშაობდა, იყო იურიდიული სამსახურის უფროსიც, თუმცა ეს თანამდებობა 2014 წელს დატოვა.
ჩვენი ინფორმაციით, ახალი უფროსი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში აპირებს მონაწილეობის მიღებას.