"მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, რადგან ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური" _ ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმა შერიგებისა და სამოქალაქო საკითხთა მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, სადაც მინისტრი მეჭიაურის განცხადებას ეხმაურებოდა და აღნიშნავდა, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადებებზე „ქართული ოცნების“ დუმილი გასაკვირი იყო.
" ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის, მათ შორის პარლამენტარების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება და საქართველოს მთავრობა გამოხატავს „ქართული ოცნების“ ნებას, პრიორიტეტებს.
ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას, მისი აზრით, დუმილის გამო, არის მისი გადაწყვეტილება.
თუ მას აქვს სხვა მოსაზრებები, მიიღოს ადამიანური გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრის მხრიდან, მითუმეტეს არაობიექტური კრიტიკა მმართველი ძალის, ძალიან გასაკვირი და მიუღებელია. გული მტკივა ამ განცხადების გამო. ძალიან დიდ პატივს ვცემ პაატა ზაქარეიშვილს, მაგრამ მისი განცხადება ჩემი აზრით იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებული“, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.