საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება.
გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ კონსენსუსამდე მივიდნენ.
”შეხვედრაზე პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო პროცედურების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ შეთანხმებული ვიყავით არჩევნების თარიღის თაობაზე და არჩევნების თარიღი არის უცვლელი – 8 ოქტომბერი. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს, აქაც ჩვენ მივედით კონსენსუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ ჩემს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში”, _ განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებტან საუბრისას.
უცვლელია არჩევნების თარიღი. ის 8 ოქტომბერს გაიმართება.

































































