(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ოზურგეთის რაიონული სამმართველო გურიის რეგიონულ სამმართველოდ გადაკეთდა. _ ეს არის მხოლოდ სტრუქტურული ცვლილება და შტატების შემცირება არ მომხდარა, _ უთხრა “გურია ნიუსს” სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ლალი გოგუაძემ. მისივე თქმით, გაუქმდა ჩოხატაურის და ლანჩხუთის სამმართველოები და ამ მუნიციპალიტეტებში დარჩნენ მხოლოდ მთავარი სპეციალისტები.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, დაემატა თუ არა შტატი უკვე რეგიონულ სამმართველოდ გადაკეთებულ სამსახურს და ვინ იქნება უფროსის თანამდებობაზე, გოგუაძემ გვიპასუხა, რომ უფროსის თანამდებობაზე დარჩება კვლავ ჯუმბერ ხომერიკი, ხოლო კიდევ ერთი თანამშრომელი, გია კაკაბაძე ტერიტორიულად განთავსდება ბათუმში, შტატით კი გურიის რეგიონულ სამმართველოში დაფიქსირდება: _ მისი მოვალეობაა, რესპუბლიკის გარეთ გასული ტვირთების ექსპორტზე ფსიქოსანიტარული სერტიფიკატის გაცემა, _ აღნიშნა გოგუაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved