პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს "გარკვეული საქმე გამოუჩნდა" და პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ყრილობას ამიტომ ვერ დაესწრო.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა, უსუფაშვილს მოსაწვევი გაგზავნილი ჰქონდა.
"დღეს, როგორც იცით, პარლამენტის სხდომა გვქონდა, კანონები მივიღეთ და ჩამოვედით. ბატონმა დავითმა მიიღო ჩვენგან მოსაწვევი, ისევე როგორც სხვა ჩვენმა პარტნიორმა პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც ესწრებოდნენ ყრილობას. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ის ყრილობას დასწრებოდა, მაგრამ როგორც ვიცი, მას გარკვეული საქმე გამოუჩნდა და ბათუმშია",_ აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, პარტიის ყრილობაზე მხოლოდ ”რესპუბლიკელი” მინისტრები პაატა ზაქარეიშვილი და გიგლა აგულაშვილი იმყოფებოდნენ.