პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრის, ირინე ფრუიძე ამბობს, რომ მას "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად წარმატების მიღწევის მოლოდინი აქვს.
"ჩემი მოლოდინია, რომ ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო და ამ გუნდთან ერთად მივაღწიო წარმატებას. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზნებს, ეს ჩემთვის სიახლე არ არის. პოლიტიკაში ადრეც ვიყავი და გარკვეული შესვენების შემდეგ დავუბრუნდი.
ძირითადად ეს იქნება ევროინტეგრაცია, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდული პოლიტიკა, ჯანდაცვა და მცირე ბიზნესის განვითარება", _ განაცხადა ირინე ფრუიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას.
ცნობისთვის, ირინა ფრუიძე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი და ინტელექტუალურ კლუბის "რა? სად? როდის?" წევრია.
ფრუიძის გარდა, ოცნების პოლიტსაბჭოში 7 ახალი წევრია – რომან კაკულია, დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, აკაკი ზოიძე, მამუკა მდინარაძე, ზვიად გონაძე და სოფიო კილაძე