ბათუმში, 26 მაისის პარკში მამაკაცი დაჭრეს. პარკთან ახლოს მდებარე მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებმა სამი გასროლა გაიგეს.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
ადგილზე კი სამართალდამცველები მუშაობენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.