BBC-ის ინფორმაციით, ტაილანდის ხელისუფლებამ კო-ტაჩაის კუნძული ტურისტებისთვის დაკეტა.
ტაილანდის ხელისუფლების განცხადებით, ტურისტების დიდი რაოდენობა კუნძულის ბუნებრივ რესურსებსა და გარემოზე უარყოფითად მოქმედებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული კუნძული სიმილანის ეროვნული პარკის ნაწილია, რაც მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე სეზონური წვიმების გამო დაიხურა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ კო-ტაჩაის კუნძული ტურისტებისთვის აღარ გაიხსნება.



































































