VESTNIK KAVKAZA-ს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაირღვა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება სომხეთმა დაარღვია, რის შედეგადაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 120-ჯერ ისროლეს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან.
როგორც ცნობილია, სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიის მიმართ პრეტენზიები გამოთქვა. ომის შედეგად 1992 წელს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბღისა და შვიდი რაიონის ჩათვლით, აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 %-ის ოკუპირება მოახდინა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფი, რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებდნენ, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
სომხეთმა არ შეასრულა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ოთხი დადგენილება მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის შესახებ.
ამავე თემაზე: