ბრაზილიის ნაკრების ექსთავდამსხმელს, 34 წლის ადრიანოს კლუბი "მაიამის" ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წაუყენა. თუკი ფეხბურთელი წონაში არ დაიკლებს და თავის ჩვეულ წონას, 98-99 კილოგრამს არ დაუბრუნდება, მას გუნდის დატოვება მოუწევს.
ადრიანო მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისიდან ირიცხება "მაიამის" შემადგენლობაში და მას შემდეგ პრობლემები აქვს წონასთან დაკავშირებით.
ფეხბურთელს გუნდის ექიმებმა ამჟამად ზედმეტი 6 კილოგრამი აღმოუჩინეს და სასწრაფოდ დიეტის დაცვისკენ მოუწოდეს. მანამდე ის ჩამოშორებულია გუნდს და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.