სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში 51 პროექტი დაფინანსდა, აქედან ორი პროექტი ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ორივე პროექტის ავტორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმედო მარტიკოვია.
იმედო მარტიკოვის თქმით, პირველი პროექტი ითვალისწინებს სოციალური საწარმოს შექმნას, სადაც უნდა დასაქმდნენ ახალგაზრდები და გაკეთდეს სანერგე-სასათბურე მეურნეობა. ამისთვის გამოყოფილია 20175 ლარი. მეორე პროექტით კი "გურიის ახალგაზრდული ინიციატივის" წევრები ახალგაზრდული დღეები მოეწყობა.