https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში

3:05; 30.05.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გრიგოლეთის საქმე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უძრავი ქონების ხელყოფის ფაქტები ძირითადად იქ ფიქსირდება, სადაც საინვესტიციო ან ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება იგეგმება; ამ შემთხვევაში, გრიგოლეთიც არ არის გამონაკლისი. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე სუფსის ექვსნავსადგომიანი პორტის აშენება იგეგმება. ლანჩხუთის მიმდებარე სანაპირო ზოლში საფუძველი ჩაეყარა ახალი პორტის მშენებლობას, რომელსაც კომპანია “ბლექ-სი პროდაქტი” განახორციელებს. უშუალოდ ნავსადგურის ტერიტორია 46 ჰა მიწის ფართობს მოიცავს, ხოლო მთლიანად პორტი, მთელი ინფრასტრუქტურით 180 ჰა-ზე გაშენდება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, იმ მიწების უმრავლესობა, რომელიც “ბლექ-სი პროდაქტმა” უკვე დაირეგისტრირა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან იქნა შესყიდული. უცნობია ის, თუ ვისი იყო აღნიშნული მიწები მანამდე, სანამ სახელმწიფო საკუთრებაში დაირეგისტრირებდა და შემდგომ “ბლექ-სი პროდაქტს” მიჰყიდა. მაგრამ ქვემოთ მოცემული რამდენიმე შემთხვევიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, სახელმწიფოს საკუთრებაში ეს მიწები ადგილობრივ კერძო მესაკუთრეთა უფლებების დარღვევით აღმოჩენილიყო.

2011 წლის 8 აგვისტოს, მოქალაქე მარინა მექვაბიშვილმა საჯარო რეესტრის ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა და მის საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა. კერძოდ, მან წარადგინა მიწის ნაკვეთის ელექტრონული აზომვითი ნახაზი და ქონების საზღვრების დაზუსტება მოითხოვა. საჯარო რეესტრის ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება მარინა მექვაბიშვილის განაცხადზე იმ მოტივით, რომ მიწა, რომელზეც ის საზღვრების დაზუსტებას ითხოვდა, ზედდებაში იყო სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. კანონმდებლობის თანახმად, მარინა მექვაბიშვილს ამის ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ სოფელ გრიგოლეთში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში ჰქონდა დარეგისტრირებული მოსახლეობის მიწები და დიდი იყო იმის ალბათობა, რომ მექვაბიშვილის მიწის ნაკვეთი მათ შორის ყოფილიყო.

მარინა მექვაბიშვილმა სოფელ გრიგოლეთში მდებარე 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი 2004 წლის 12 მარტს დაირეგისტრირა საკუთრებაში. საჯარო რეესტრის ამონაწერში არსებული მონაცემების თანახმად, რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საგადასახადო სია, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად ითვლება. მარინა მექვაბიშვილმა მიწა, სხვების მსგავსად, მიწის ნაკვეთის ქაღალდის აზომვითი ნახაზის საშუალებით დაირგისტრირა საკუთრებაში და მას მიწით ფლობის/სარგებლობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა მანამ, სანამ არ აღმოაჩინა, რომ დარეგისტრირებული უძრავი ქონება უკვე მისი აღარ იყო.

2011 წლის 12 აგვისტოს საჯარო რეესტრის ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება მარინა მექვაბიშვილის განაცხადზე იმ მოტივით, რომ მიწა, რომელზეც ის საზღვრების დაზუსტებას ითხოვდა, ზედდებაში იყო სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.

მარინა მექვაბიშვილის საქმე უკვე სასამართლოშია. ის ცდილობს დაიბრუნოს მიწის ნაკვეთი მანამ, სანამ სახელმწიფო გაასხვისებს. ამავე გზით მოუწევს სიმართლის ძიება მექვაბიშვილის მეზობელს, ზურაბ მიქაძესაც. მიწის ნაკვეთი მასაც ქაღალდის საკადასტრო აზომვითი ნახაზით ჰქონდა საკუთრებაში რეგისტრირებული, თუმცა, ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ მისი მიწა სახელმწიფომ მიითვისა.

და ბოლოს, “ბლექ-სი პროდაქტიც” “ანაკლია-პორტის” მსგავსად, 2010 წელს მისმა მფლობელებმა სიმბოლურ ფასად, საერთო ჯამში 100 ლარად მიჰყიდეს კვიპროსში (ოფშორულ ზონაში) დარეგისტრირებულ კომპანია “ემ თი ბლექ სი ჰოლდინგ ლიმიტედს”. ხოლო, ახალი მესაკუთრის წარმომადგენლებად საქართველოში კომპანიის ძველი მფლობელები დარეგისტრირდნენ. რაც შეეხება პორტის მშენებლობას, გავრცელებული ინფორმაციით, საერთოდ გაურკვეველია ამ პროექტის გახორციელების ბედი.

საკუთრების უფლების სასამართლოს გზით დაცვის პრობლემა

ზემოთ განხილული შემთხვევებიდან კარგად ჩანს, რომ საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემის აქტუალურობის მიუხედავად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები მისი მოგვარების ეფექტური მექანიზმის შემუშავებას ვერ ახერხებენ. შელახული უფლებების დასაცავად მესაკუთრეს ერთადერთი გზა _ სასამართლოსთვის მიმართვა, რჩება. თუმცა, ვერც არსებული სასამართლო პრაქტიკა უზრუნველყოფს მესაკუთრის უფლებების დაცვას. სასამართლოში დავის დროს, როგორც წესი, უფლებადარღვეული მესაკუთრის მოთხოვნა რეესტრის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაა (გაუქმება), რომლითაც თავდაპირველი მესაკუთრის მიწაზე სხვისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია გახორციელდა. სასამართლო არ ცდილობს, გაერკვეს წარდგენილ მტკიცებულებებში, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება მიწის მდებარეობის განსაზღვრა და ამ მტკიცებულებათა უგულვებელყოფით იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. გადაწყვეტილებებში სასამართლო განმარტავს, რომ რეესტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას განმარტავს, რომ რეესტრის ვალდებულებას წარმოადგენს მხოლოდ ელექტრონული ნახაზების ურთიერთშესაბამისობის კონტროლი, თუმცა, მსგავსი რამ არც ერთ კანონში არ წერია. ამით სასამართლო, პრაქტიკულად, უცვლელად იზიარებს რეესტრის პოზიციას.

ცხადია, რომ ვერც კანონმდებლობა, საჯარო რეესტრი, სხვა ადმინისტრაციული ორგანო და ვერც სასამართლო მსგავს შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ეფექტურ დაცვას.

სახელმწიფოს მიერ ქონების თვითნებური რეგისტრაცია

საჯარო რეესტრს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული აზომვის ორი სხვადასხვა სისტემის გამოყენებით (აზომვითი ნახაზის ელექტრონული და ქაღალდის ვერსია) შემუშავებული ნახაზების ერთმანეთთან შედარება არ შეუძლია და საკუთრებაში უკვე დარეგისტრირებულ საკუთრებას ხელახლა სხვაზე არეგისტრირებს, ისე, რომ განაცხადებს შორის კონფლიქტს თუ გადაფარვას ვერ ხედავს. სამწუხაროდ, ხშირად დაზარალებულებს ვერც სასამართლო იცავს.

ჩუქება-მიტოვების ფაქტების შეჯამება

ქონების ჩუქება, მათ შორის სახელმწიფოსთვის, საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებია. ამას გარდა, ეჭვგარეშეა საზოგადოების სასარგებლოდ საკუთარი ქონების გადაცემის მორალური და კულტურული ღირებულებაც. ამგვარი ფილანტროპია მსოფლიოსა და საქართველოში უცხო არ არის და სწორედ ასე იღებს სათავეს ბევრი პარკი და ნაკრძალი, ისევე როგორც მუზეუმების მდიდარი კოლექციები. შესაბამისად, საკუთრების სახელმწიფოსთვის ჩუქება ხშირ შემთხვევაში არათუ დასაშვებია, არამედ მისასალმებელიც. მაგრამ ჩვენ მიერ ზემოთ განხილულ შემთხვევებში ჩუქების ნებაყოფლობითობა საეჭვოა. სავარაუდოა, რომ ქონების მესაკუთრეები დააშინეს და ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქება აიძულეს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ხშირად ჩუქება სიკვდილის შემდეგ, ანდერძით არ მომხდარა, და თანაც, მჩუქებლებს შორის ისეთი პირებიც იყვნენ, რომლებსაც გაჩუქებულის გარდა სხვა უძრავი ქონება არ გააჩნდათ.

მსგავსი პრობლემებია ქონების მიტოვებასთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ქონების მიტოვების პროცედურები კარგადაა რეგულირებული, პრაქტიკა მრავალ ეჭვს ბადებს. განსაკუთრებით თვალშისაცემია მიტოვების ისეთი შემთხვევები, რომლებიც კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალსა და დროშია კონცენტრირებული. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ამგვარი გეოგრაფიული არეალები ეკონომიკური განვითარების ახალ პრიორიტეტულ რეგიონებს ემთხვევა ხოლმე. მესაკუთრეების მიერ უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე თვითნებური დარეგისტრირებისას, მოქმედი კანონმდებლობა საკუთრების უფლების დაცვის მრავალ მექანიზმს ითვალისწინებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც საჯარო რეესტრში ქაღალდის საკადასტრო აზომვითი ნახაზით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს ხელახლა არეგისტრირებენ. ახალი მფლობელი კი, უმრავლეს შემთხვევაში, სახელმწიფოა. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით სახელმწიფოს მიერ ტურისტულ ადგილებად გამოცხადებულ ზონებში გვხვდება.

დასკვნები და რეკომენდაციები

ჩუქება-მიტოვებისა და სახელმწიფოს სახელზე კერძო ქონების თვითნებური დარეგისტრირების ფაქტების განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, საქართველოში საკუთრების უფლებების დაცულობისათვის ორივე მნიშვნელოვანი პრობლემაა. თუმცა, პირველ შემთხვევაში მხოლოდ საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება იყოს გამოთქმული, რომ მოქალაქეთა უფლებები შეილახა, მეორე შემთხვევაში კი _ უფლების დაუცველობა აშკარაა. მოქალაქეები ორივეგან ზარალდებიან, სახელმწიფო ან პირდაპირ ხეირობს ნაჩუქარი ქონებით, ან პასუხისმგებლობას ირიდებს.

ჩუქება-მიტოვებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში გატარების უზრუნველყოფა

ქართული კანონმდებლობა საკუთრების ჩუქება-მიტოვებას საკმაოდ სრულყოფილად არეგულირებს. ჩვენი შეფასებით, პრობლემა საკანონმდებლო ნორმების აღსრულებაშია. სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების გაჩუქების და მიტოვების ბევრ შემთხვევაში მესაკუთრის თავისუფალი ნება საეჭვოა. თუმცა, დაშინება და მუქარა, ჩუქებისა და მიტოვების გაუქმების საფუძველია, ამგვარი ზეწოლის გაცხადება არ ხდება, რადგან ხშირად სწორედ ის ორგანოები არიან ზეწოლაში ეჭვმიტანილები, რომლებიც, წესით, ამგვარ ფაქტებისაგან უნდა იცავდნენ მოქალაქეს.

ჩვენი რეკომენდაციაა, სახელმწიფომ შეიცვალოს პრაქტიკული მიდგომა როგორც კონკრეტულად საკუთრების უფლების, ისე, ზოგადად, ადამიანისა და სახელმწიფოს უფლებებისა და ინტერესების შედარებით მნიშვნელობასთან დაკავშირებით. კერძო საკუთრების სახელმწიფოს მიერ თვითნებურად რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებელია უფრო კონკრეტული რეკომენდაციების გაწევაც, რომლებიც არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებს გამოასწორებს.

კანონმდებლობა უნდა ასახავდეს არსებულ პრობლემატურ მდგომარეობას და უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტულ მექანიზმებს, რომლებიც გადაფარვას გამორიცხავს. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევები მომავალში არ გაგრძელდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფაც, რომ დაზარალებულთა უფლებებიც აღდგეს. ამის მიღწევა შეიძლება როგორც დაკარგული ქონების ადეკვატური ანაზღაურებით (ფულადი სახით ან ალტერნატიული შესაბამისი ქონებით), ისე, შესაძლებლობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ თვითნებურად დაკანონებული კონკრეტული ქონების კერძო მფლობელისთვის დაბრუნებით.

ამჟამად კანონმდებლობით გაურკვეველია, თუ ვინაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ გადაფარვა არ მოხდეს და უკვე დარეგისტრირებული საკუთრება სხვის – ძირითადად სახელმწიფოს, მფლობელობაში არ აღმოჩნდეს. შესაბამისად, გაურკვეველია, ვინაა შექმნილი პრობლემების გამოსწორებაზე პასუხისმგებელი. ამის გამო, ყველა უწყება, რომელიც ქონების რეგისტრაციაშია ჩაბმული (საჯარო რეესტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საკუთრების უფლების აღიარების კომისიები, ეკონომიკის სამინისტრო), წარმატებით ახერხებს პასუხისმგებლობა აირიდოს, შედეგად კი მოქალაქეთა უფლებები დაუცველია;

აუცილებელია, ვიდრე უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდება, თითოეული სადავო შემთხვევა ადგილზე შეისწავლონ. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში მონაწილეობა მიიღონ რეესტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ეკონომიკის სამინისტროს ან სხვა დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა და რეგისტრირებულმა მესაკუთრეებმა. დაუშვებელია, საკანონმდებლო ხარვეზის თუ კანონმდებლობის პრაქტიკაში გახორციელების არასათანადო მექანიზმების გამო, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები ირღვეოდეს.

სასამართლომ უპირატესობა მიანიჭოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას ადმინისტრაციული ორგანოს ტექნიკურ არგუმენტაციასთან შედარებით; სასამართლოს კონსტიტუციური ფუნქციაა, უზრუნველყოს ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების კონტროლი და ბალანსი. შესაბამისად, სასამართლომ თავისი პრაქტიკით უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანაში მიღებული კანონები და სახელმწიფოს მიერ მათი ინტერპრეტაცია არ არღვევდეს ან ზღუდავდეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ამიტომ, საკუთრების უფლების დაცვაში განსაკუთრებული როლი სასამართლოს აქვს. მაგრამ სამწუხაროდ, ამ დრომდე ქართული სასამართლო სისტემა მოქალაქეთა უფლებების დაცვას ვერ ახერხებს. აუცილებელია, სასამართლომ გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებები და საქმე განიხილოს/გამოიკვლიოს სრულყოფილად, ობიექტურად და მიუკერძოებლად. აუცილებელია, სასამართლომ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვას მიანიჭოს უპირატესობა და არა ადმინისტრაციული ორგანოს ტექნიკური ხასიათის არგუმენტაციას.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ფართომასშტაბიანი სამუშაო დიდ დროს, ძალისხმევას და სახსრებს მოითხოვს. მაგრამ, ვთვლით, რომ საკუთრების უფლებების სისტემური მოწესრიგება აუცილებელი პირობაა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივისთვის.

(დაიბეჭდა შემოკლებით)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ხიდისთავში გზის მშენებლობა დაიწყო

"ჩვენი აქციებით, სააკაშვილის ტყუილების დემონსტრირების ცოცხალი მაგალითები გავხდებით"

ყველა სიახლე

სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო