კანის კინოფესტივალი 2016 დაიხურა.
"გურია ნიუსი" ფესტივალის გამარჯვებულთა სიას გთავაზობთ, რაც კანის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ცნობილია, ოქროს პალმის რტოს მფლობელი მხატვრულ ფილმების კატეგორიაში კენ ლოუჩის ფილმი I, DANIEL BLAKE გახდა.
გრამ პრი ჰავიერ დოლანმა მოიპოვა ფილმისთვის JUSTE LA FIN DU MONDE.
ჯილდო საუკეთესო რეჟისორებად, ქრისტიან მუნჯუს ფილმისთვის, BACALAUREAT და ოლივიერ ასაიასი PERSONAL SHOPPER-ისთვის დასახელდნენ.
ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის აშგარ ფარჰადის ფილმმა FORUSHANDE-მ მოიპოვა, ხოლო ჟიურის პრიზის მფლობელი ანდრეა არლონდის AMERICAN HONEY გახდა.
საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ჟაკლინ ჟოისმა, MA’ROSA -ში შესრულებული როლით გაიმარჯვა, ხოლო მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვება შაჰაბ ჰოსეინმა FORUSHANDE-ში შესრულებული როლით მოიპოვა.
ხოლო არტისტული ხელოვნებისთვის პრიზი სეონგ-ჰიე რუის ერგო MADEMOISELLE-სთვის.