საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელის შუალედური არჩევნების დროს ზუგდიდის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობასა და ხურჩა-ნაბაკევის საგუშაგოზე საქართველოს შეუიარაღებელი მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა.
"ვიდეო ვნახე. რაც მოხდა ძალიან შემაშფოთებელია. დემოკრატიულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით საარჩევნო წელს, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მივესალმები, რომ ხელისუფლება მომხდარის საფუძვლიან გამოძიებას აპირებს. ამ სახის ძალადობას შეჩერება სჭირდება,"_ განაცხადა მან.
მისივე თქმით, ხურჩა-ნაბაკევის საგუშაგოზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
"ეს იყო ცივსისხლიანი მკვლელობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა მოვლენების საფუძვლიანი გამოძიება. მათ, ვინც დამნაშავეები არიან პასუხი უნდა აგონ. ჩვენ მთელ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს დიალოგისკენ და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენისკენ მოვუწოდებთ, რაც ოთხი წელიწადია არ მოქმედებს,"_განაცხადა კელმა.



































































