"ირაკლი ალასანიასთან არავითარი დაპირისპირება არ მაქვს. მას სიტყვა გაექცა და მიიღო პასუხი, " _ აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ე.წ. "კაბელების" საქმეზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ "თამაშის წესებს პატივს სცემს":
_ ნებისმიერი განცხადება, როგორიც არ უნდა გავაკეთო, იქნება აუცილებლად და სწორად აღქმული, როგორც ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ სამართალწამროება არ დასრულებულა.
ჩემი პოზიცია გამოხატული მაქვს დეპუტატობის დროს და შემდეგ, როდესაც გავხდი თავდაცვის მინისტრი. ამიტომ, ვისაც აქვს თვალები, ყურები, გონი და შეუძლია აზროვება ზუსტად იცის რა პოზიცია მაქვს მე, _ აღნიშნა თინა ხიდაშელმა.



































































