WHATSAPP მომხმარებლებს აფრთხილებს თავი შეიკავონ ქსელის ახალი ოქროსფერი აპლიკაციის, WHATSAPP პლუსის ჩამოტვირთვისგან. აღნიშნულ ინფორმაციას INDEPENDENT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, WHATSAPP-ის ოქროსფერი აპლიკაცია მობილურ ტელეფონს აინფიცირებს და კიბერკრიმინალებს აძლევს უფლებას გააკონტროლონ თქვენი მოძრაობები და საქმიანობა.
WHATSAPP-ის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ კავშირი არ აქვთ WHATSAPP პლუსთან. გარდა ამისა, მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ აპლკაციები გადმოწერონ Google Play-დან ან App Store-დან, რათა თავიდან აირიდონ ტელეფონის დავირუსება.

































































