საქართველო ჯომარდობაში EURO CUP 2016-ს მასპინძლობს. აღნიშნულ ინფორმაციას AGENDA.GE ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კონკურსში, რომელიც 25-29 მაისს ბორჯომში გაიმართება 38 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯომარდობა EURO CUP 2016-ის პრიზი 1 500 დოლარს შეადგენს.
საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქაცარავას განცხადებით, კონკურსში უპრეცედენტო რაოდენობის სპორტსმენები არიან ჩართული.
"მონაწილე გუნდები საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ. 26 მაისის აღსანიშნავად კონკურსი ოფიციალურად გაიხსნება, ხოლო საქართველო მასში მონაწილებას 27 მაისს ოთხი გუნდით მიიღებს,"_განაცხადა ქაცარავამ.
როგორც ცნობილია, საქართველოს ჯომარდობის ფედერაცია EURO CUP 2016-ის ყველა მონაწილეს ახალი კატარღით უზრუნველყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, კატარღები ჩეხეთის რესპუბლიკამ სპეციალურად ევრო თასი 2016-ისთვის დაამზადა.
როგორც EURO CUP 2016-ის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საქართველოში საერთაშორისო ჯომარდობის გამართვას გეგმავენ.

































































