საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში შემუშავდა მულტიმედიური პროექტი, რომელიც ქვეყნის წარსულს, აწყმოსა და მომავალს აახლოებს. აღნიშნულ ინფორმაციას AGENDA.GE ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ციფრულ შემოქმედებით სტუდიის, LEAVINGSTONE-ის ექსპერტებს სთხოვა შექმნან ონლაინ პროექტი, დროის ამბავი, რომელიც ქვეყნის ისტორიას საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების დღემდე ასახავს.
როგორც ცნობილია, ორივე მხარის მიერ ერთობლივად შექმნილი პროექტი მომხმარებლებს საქართველოს სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ისტორიას აცნობს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე.
გავრცელებული ინფორმაციით, ვებ-გვერდი აძლევს მნახველებს საშუალებას 1990 წლიდან დაარქივებული სატელევიზიო გადაცემები ნახონ.
როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში, როგორც საქართველოს ასევე უცხოეთის მოქალაქეებს 26 მაისამდე შეუძლიათ, როგორც ესსეს, ასევე ფოტოს ან ვიდეოს სახით დატოვონ საიტზე საკუთარი მოსაზრებები თუ როგორი წარმოუდგენიათ საქართველო მომავალში.





























































