26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის საიუბილეოდ ქალაქ ოზურგეთში მრავალი ღონისძიება იგეგმება.
11 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ოზურგეთის ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
"გურია ნიუსი" გთავაზობთ იმ ღონისძიებების სიას, რომელიც ხვალ, ქალაქ ოზურგეთში გაიმართება.
12.00 მძიმე ტექნიკის გამოფენა – იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია; 12.00 ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და სამრევლო სკოლების მიერ წარმოდგენილი ნაშრომების პრეზენტაცია თემაზე "ჩემი ქალაქი – დამოუკიდებლობის სათავეებთან"-ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქელოგიური მუზეუმ-ნაკრძალი.
ოზურგეთში, "ჭადრების ბაღში" გაიმართება შემდეგი ღონისძიებები: სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა – "26 მაისი"; მარათონული რბენა – ჭავჭავაძის ქუჩა; ჩემპიონატი ჭადრაკში; მაგიდის ჩოგბურთი; შაში; ტაეკვან დო კარატეს საჩვენებელი გამოსვლები; მკლავჭიდი , ქართული ჭიდაობა; მოეწყობა ტურიზმის კუთხე,
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, მხატვარ გერონტი ღლონტის გამოფენის გახსნა – ა.ა.ი.პ. "სურათების გალერეაში";
ისტორიულ მუზეუმში მოეწყობა ფოტო-გამოფენა ,"ძველი მუზეუმი".
"ჭადრების ბაღში" გაიმართება ასევე თექისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა ,წიგნების გამოფენა/ცენტრალური ბიბლიოთეკა და წიგნების მაღაზია "ბიბლუსი" სამუსიკო სკოლის ხალხურ საკრავთა ორკესტრის კონცერტი.
გაიმართება თოჯინების თეატრის სპექტაკლები ბავშვებისათვის კინოს მიმდებარე ტერიტორიაზე, კოლეჯ "ჰორიზონტში" მოეწყობა სამკერვალო ნაწარმის გამოფენა, "ჩაის გამოფენა", "ა-ლა-ფურშეტი";
გაიმართება ფლეშმობი "26 მაისი" ჯ. დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის "გურიას " მონაწილეობით; კონცერტი ადგილობრივი მსახიობების მონაწილეობით ზ. გამსახურდიას სახელობის მოედანზე, (ცენტრალური მოედანი);
16 საათზე გაიმართება კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ადგილობრივი ძალებით ორგანიზებული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: "შვიდკაცა", "ვახტანგური" "გურია", "ზენაარი", "მანანური", "ლაშა-გიორგი" , "ფესვები", "იბერია","მეგობრობა", მუსიკალური სკოლის გუნდი, ფოლკლორის ცენტრის გუნდი, "დილა", "ედელვაისი", "ნედლი სალამურები", "გამა", "ვაჟთა ტრიო", "ჰარმონია".
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ინდივიდუალური შემსრულებლები: ანა შაქარაშვილი, ლევან ნინიძე, კესო დევიძე, ლალი და მარიამ ქართველიშვილები, დავით ჯგერია, მამუკა ცერცვაძე.
20 საათზე გაიმართება გალა-კონცერტი და იმღერებენ ჯგუფი "ფრანი" და თორნიკე ყიფიანი.
































































