საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი გამართულ საზეიმო ღონისძიებებსა და ფიცის დადების ცერემონიას პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიაც დაესწრო.
ბესელიას თქმით, 26 მაისი არის დღე, როდესაც ქვეყნის ისტორიაში არსებული ყველა ღირებული წამი ერთიანდება.
"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული დღე, როდესაც ერთიანდება ყველა ღირებული წამი, რომელიც საქართველოს თავისუფლებას, ეროვნულ უსაფრთხოებას და თავდაცვას ეხება,"_განაცხადა ბესელიამ.
































































