https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თინა ხიდაშელი: “დადგება მომენტი, როდესაც ყველაფერს მოვყვები”

14:05; 30.05.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

აპირებს თუ არა თანამდებობიდან წასვლას თინა ხიდაშელი და ტოვებს თუ არა დავით უსუფაშვილი "რესპუბლიკურ პარტიას"; არის თუ არა ქალისთვის რთული თავდაცვის მინისტრობა და როდის გაუგზავნის თავის გაკეთებულ სადილს თამაზ მეჭიაურს? _ ამ და სხვა მნიშნელოვან თემებზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "გურია ნიუსისა" და "Post ალიონის" ერთობლივ გადაცემაში _ "მონოლოგიდან დიალოგამდე" ისაუბრა.

ხიდაშელის თქმით, ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, რომელიც ეთერში გავიდა და რომლის თანახმადაც, ეს იყო "ერთჯერადი მკვლელობა", ადეკვატური იყო:

_ ჩვენ მიჩვეულები ვართ, როდესაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით გვესაუბრებიან. როცა ეთერში სრული კომენტარი გავიდა, ძალიან ადეკვატური იყო პაატას მოსაზრება. ამ საქმის შეფასება ძალიან მარტივია _ ეს არის დანაშაული, რომელსაც ორი დამნაშავე ჰყავს _ ერთი ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა ეს მკვლელობა და მეორე _ ოკუპაცია, რომლის შედეგებსაც სხვადასხვანაირად ჩვენ პერიოდულად ვხედავთ. სამწუხაროდ, ეს იყო სასტიკი ფორმით გამოვლენილი. 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და ყველას დიდი იმედი გვქონდა, რომ წარსულს ჩაბარდა ასეთი ტიპის შემთხვევები, მაგრამ როგორც ჩანს, ოკუპანტს სჭირდება, რომ შეგახსენოს საკუთარი თავი სასტიკი ფორმით, _ აღნიშნა ხიდაშელმა.

_ ქალბატონო თინა, გავრცელებულ კადრებში, რომელიც მკვლელობის ფაქტებს ასახავს, კარგად ჩანს, რომ პოლიციელი მას შემდეგ გამოდის კონკრეტული ოთახიდან, რაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები გადმოდიან, ახალგაზრდა ბიჭს სცემენ და კლავენ… როგორ ფიქრობთ, ასეთ ვითარებაში საქართველოს მოქალაქეები დაცულნი არიან?

_ მე არ გავავრცელებდი მაინც და მაინც ამ ფაქტს საქართველოს სხვა რეგიონზე; მეორე მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც ხდება მკვლელობები, სამწუხაროდ. ამიტომ, ვთქვათ, რომ დრამატული იყო ეს მომენტი და ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი ხარისხის ყურადღების და მაღალი ხარისხის ინტერესის მატარებელი სწორედ იმის გამო, რატომაც მოხდა და ვინც ჩაიდინა. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ საქმის დროული გახსნა. ეს ამოცანა მაქვს არა როგორც თავდაცვის მინისტრს, არამედ როგორც მთავრობის წევრს, რადგან დავაკონკრეტებ, რომ თავდაცვის სამინისტროს, ბუნებრივია, არავითარი პირდაპირი შეხება ამ საქმესთან არ აქვს.

_ მაგრამ მაინც გაჩნდა მოწოდებები, რომ გადადგეს თავდაცვის მინისტრი…

_ ჩვენს ქვეყანაში არის ხალხი, რომელიც ყველაფერზე ითხოვს, რომ გადადგეს თავდაცვის მინისტრი. ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. მთავარი ამ შემთხვევაში ის არის, რომ პანიკა არ გამოიწვიოს ამ საქმემ და მისი გამოძიება, შედეგის დადგომა ისე მოხდეს, რომ ქვეყნის დანარჩენ რეგიონებსაც არ შეექმნას ამით პრობლემა. ეს, წესით, არავის ინტერესებში არ უნდა იყოს. საქართველო არის სტაბილური ქვეყანა და აქ ასეთი მაღალი ხარისხის საფრთხეები _ სიცოცხლის, საკუთრების განადგურების, არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური ბიზნესგარემოს შენარჩუნებისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის და ჩვენ ეს საქმე უნდა დავუტოვოთ პროფესიონალებს. ყველა საზოგადოებას აქვს რაღაც პერიოდი, რომელსაც ის აძლევს ხელისუფლებას, გამოიძიოს ასეთი ტიპის საქმეები. მე არ მგონია, რომ ამ თვალსაზრისით, 5-6 საათში ვინმეს თვალები უნდა დავთხაროთ.

_ თუმცა, პროფესიონალების პირველი განცხადება, ვგულისხმობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იყო ის, რომ დაგმეს ეს ფაქტი. რამდენად სწორია, როდესაც უსაფრთხოების სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავს განცხადებას აკეთებს და ფაქტს გმობს?

_ არ ვიცი, არ მინახავს ეს განცხადება, მაგრამ ხომ არ მიესალმებოდა?! ჩვენ მივიჩნევთ, კონკრეტულ უწყებას კონკრეტული ამოცანა აქვს და ამიტომ არაფერი არ უნდა თქვას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არაფრის თქმა არ არის სწორი. უსაფრთხოების სამსახურმა თუ გადაწყვიტა, პოზიცია გამოეხატა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ _ თუ დაგმო ფაქტი, რატომაა ეს ტრაგიკული, ვერ ვხვდები.

_ ქალბატონო თინა, მიუხედავად თქვენი და ირაკლი ალასანიას დაპირისპირებისა, "რესპუბლიკურმა პარტიამ" "თავისუფალ დემოკრატებს" სოლიდარობა მაინც გამოუცხადა და აქციაზე მათ გვერდით იდგა. რას გვეტყვით ე. წ. "კაბელების" საქმეზე _ დაკავებული სამხედროები თქვენც პოლიტპატიმრებად მიგაჩნიათ?

_ ირაკლი ალასანიასთან არავითარი დაპირისპირება არ მაქვს. მას სიტყვა გაექცა და მიიღო პასუხი. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, ნებისმიერი განცხადება, როგორიც არ უნდა გავაკეთო, იქნება აუცილებლად და სწორად აღქმული, როგორც ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ სამართალწარმოება არ დასრულებულა.

 ჩემი პოზიცია გამოხატული მაქვს დეპუტატობის დროს და შემდეგ, როდესაც გავხდი თავდაცვის მინისტრი. ამიტომ, ვისაც აქვს თვალები, ყურები, გონი და შეუძლია აზროვნება, ზუსტად იცის, რა პოზიცია მაქვს.

_ სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური ხართ… ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეთ 2-თვიანი სამუშაო გეგმა და თქვით, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებთ… ამას მოყვა პრემიერის განცხადება, რომ თქვენი შემცვლელი ნანახი ჰყავს, თუმცა დააზუსტა, რომ მისთვის უცნობია, ტოვებთ თუ არა თანამდებობას არჩევნებამდე… როდის აპირებთ თანამდებობის დატოვებას?

_ ამ კითხვაზე პასუხს მაშინ გაიგებს საზოგადოება, როცა მე ჩავთვლი საჭიროდ. არ მესმის მედიის გაჯიუტება ამ თემაზე. 31 მარტს რომ გაჩნდა ეს კითხვები, ადეკვატური, სწორი, ლოგიკური, ლეგიტიმური და ნორმალური იყო, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერმინისტრის ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, ისევ ისტერიულად დარჩა კითხვა _ როდის წავა თავდაცვის მინისტრი?! ყოველ დილით ვიღვიძებდი იმ ნიუსით, რომ ყოველ საღამოს ან მაგდებენ, ან მივდივარ _ სხვადასხვა ვერსიები იყო სხვადასხვა თარიღებში. ეს, უბრალოდ, არანორმალურია და საკუთარი ქვეყნის უპატივცემულობაა. მე არ ვითხოვ ჩემს მიმართ პატივისცემას, მაგრამ არ შეიძლება შეიარაღებული ჯარები ასეთ სტრესში ამყოფო. კიდევ ერთხელ ვამბობ _ ამისი საფუძველი არ არსებობს.

_ ის, რომ "რესპუბლიკური პარტია" ოპოზიციაშია საფუძველს არ ნიშნავს ?

_ ვინ გითხრათ, რომ "რესპუბლიკური პარტია" ოპოზიციაშია?!

_ კოალიცია დაშლილია, არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის თაობაზე თქვენ განცხადება უკვე გააკეთეთ და ეს დაშლას არ ნიშნავს?

_ ეს არის სწორედ ამ ქვეყანაში დამკვიდრებული კლიშეების პრობლემა. ჩვენ ვართ კვალიფიციური პარტია, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ერთად.

_ "ქართული ოცნების" კონკურენტები ხომ ხართ?

_ კონკურენცია არ ნიშნავს ოპოზიციაში ყოფნას. მთელ მსოფლიოში ასე ხდება _ პარტიები იგებენ არჩევნებს და მოგებული წილით მოდიან მთავრობაში. ერთმანეთის ოპოზიციონერები არ არიან იმიტომ, რომ ერთმანეთის წარმატებისთვის ზრუნავენ. თავდაცვის მინისტრი რომ ვარ დღეს, ისეთივე ამოცანაა თავდაცვის სამინისტროში წარმატება, როგორც ეკონომიკის სამინისტროში _ სხვანაირად მთავრობა არ არსებობს. როგორ შეიძლება მე ვიყო ოპოზიციაში ენერგეტიკის მინისტრთან, როცა ქვეყნის უსაფრთხოება დიდი დოზით გადის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე? ჩვენ გვიყვარს ლაპარაკი, რომ ევროპული ქვეყანა ვართ, ევროპაში მივდივართ, ყველას გულით გვინდა ევროკავშირში და ზოგჯერ საერთოდ არ გვესმის, ეს რას ნიშნავს. არ არის "რესპუბლიკური პარტია" ოპოზიციაში _ ზუსტად იმ პოზიციაშია, რა პოზიციაშიც მოიხსენიეს პარლამენტის თავჯდომარემ და პრემიერმინისტრმა _ თანამშრომლობა კონკურენციის რეჟიმში. ჩვენ ვთანამშრომლობთ პარლამენტში და კონკურენტები ვიქნებით არჩევნებზე. კონკურენცია არ ნიშნავს ერთმანეთის ცემას. კონკურენცია ნიშნავს, რომ მე უკეთესი ვარ, მე ჩემი თავი უნდა მოგყიდო; ამომრჩეველი უნდა დავარწმუნო, რომ არის რაღაც, რისი გაკეთებაც მე უკეთ შემიძლია. ეს არ მოიცავს აუცილებლობას, რომ ვიღაც გავლანძღო, ქვა ან ტყვია ვესროლო _ ეს არის 21 საუკუნის, ევროპული მოდელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, დავრჩეთ იქ, როცა ერთმანეთს ქვებს ვესროდით.

_ თუმცა, ზუგდიდში, საარჩევნო უბანთან განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ისევ ქვის სროლის რეჟიმში ვართ…

_ აბსოლუტურად მიუღებელია, რაც მოხდა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, უსასტიკესად უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ ქვეყანას წინ აქვს უმნიშვნელოვანესი არჩევნები. ეს ვანდალიზმი, ეს ველურობა უნდა დავამთავროთ. ჩვენ ასე ქვეყანას ვერ ავაშენებთ.

_ მეუღლეზეც უნდა გკითხოთ… თქვენი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის პარალელურად, აქტიურად ვრცელდება ხმების იმის შესახებ, რომ დავით უსუფაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" დატოვებას აპირებს…

_ ეს იმაზე უფრო სასაცილოა, ვიდრე გავრცელებული "დაზუსტებული" ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე გადავდექი.

_ რამდენად რთულია თავდაცვის მინისტრობა?

_ არ არის რთული და საწინააღმდეგო მოლოდინის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ეს არის ყველაზე მარტივი სამინისტრო. ფუნქციურად ძალიან ძნელია, რა თქმა უნდა _ პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია, მაგრამ სამინისტრო აღმოჩნდა ძალიან მარტივი. წიგნებს რომ ვკითხულობთ და გვგონია, რეალობას მოკლებულია, ასე არ ყოფილა. აი, ზუსტად ისეა, როგორც წიგნებშია აღწერილი.

ჩვენი სამხედროები არიან ყველაზე კომფორტული ადამიანები, რომელთანაც შეიძლება ინატრო საქმიანი ურთიერთობა და საქმის კეთება.

_ სანამ ამ პოსტზე დაინიშნებოდით ოჯახის წევრებისგან წინააღმდეგობა არ გქონიათ? მომენტი, როცა "ქალი კუხნაშია საჭირო" და არა თავდაცვის სამინისტროში…

_ ჩემი მინისტრობა როცა გადაწყდა, ოჯახის მხოლოდ ერთ წევრთან მქონდა ქუთაისში კომუნიკაცია. თუმცა, თბილისში რომ ჩამოვედი, უმცროსი შვილი ორი კვირის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა, რადგან მან ჩათვალა, რომ კაცების სამსახურში წავედი და ეს არ იყო სწორი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ _ აბსოლუტურად განსაკუთრებულია ეს უწყება ჩემთვის. ბევრი ადამიანისგან მომისმენია ადრე, რომ თავდაცვის სამინისტროში ერთხელ მაინც თუ გიმუშავია, იწამლები და შემდეგ იქიდან ვერ მოდიხარ, სხვა, რაც არ უნდა მაღალანაზღაურებადი სამსახური გამოჩნდესო. ეს არ მესმოდა, მაგრამ როცა საკუთარ თავზე გამოვცადე, ნამდვილად ასეა. საჯარო ცხოვრებით ვცხოვრობთ 25 წელია და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ისეთი სისტემა შეიძლება ყოფილიყო ქვეყანაში, სადაც ყველაფერი დალაგების სტადიაშია. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც, პირდაპირი მნიშვნელობით, სიცოცხლის ფასად ემსახურებოდნენ სამშობლოს და თავდაცვის სამინისტროში თავდადების ხარისხი საქმისადმი წარმოუდგენლად მაღალია.

_ ქალბატონო თინა, თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა რომ ქალის ადგილი "კუხნაშია", თუმცა, თქვენ იქაც ვერ გამოგიძებნათ ადგილი… პარლამენტარის ეს განცხადება უპასუხოდ არ დაგიტოვებიათ და დაანონსეთ, რომ თქვენს გაკეთებულ სადილსაც გაუგზავნიდით…

_ არჩევნების შემდეგ მოვიფიქრებ. არ მცალია ახლა მისთვის.

_ გაქვთ კონკრეტული მენიუ შედგენილი მეჭიაურისთვის?

_ არა, რა თქმა უნდა. მე ვიხუმრე მაშინ. ზოგადად, ეს ძალიან სამწუხაროა, აქ თინა ხიდაშელი არაფერ შუაშია. ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით ევროპულ საქართველოზე და ევროპულ საქართველოში პარლამენტის წევრები, არ შეიძლება, ასე ფიქრობდნენ. მესმის, რომ ის გულწრფელია, როცა ამას ამბობს, მაგრამ ევროპულ საქართველოს როდესაც აშენებ, უნდა ეუხერხულებოდეს ამაზე საჯაროდ საუბარი და როცა არ გეუხერხულება, მაშინ ფუნდამენტური პრობლემაა საზოგადოებაში. მას ხომ ჰგონია, რომ ეს რომ ვიღაცას მოსწონს? ეს კი გაცილებით უფრო ფუნდამენტური პრობლემაა, ვიდრე თამაზ მეჭიაური. პოლიტიკოსები, უმრავლეს შემთხვევაში, იმას ამბობენ, რაზეც აქვს განცდა საზოგადოების რაღაც ნაწილს.

ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც პოზიტიურად აღიქვამენ ასეთ გზას. სანამ ეს ასე იქნება, ასეთი პოლიტიკოსები სულ იქნებიან. კიდევ ერთხელ ვამბობ _ თინა ხიდაშელი იქნება თავდაცვის სამინისტროში თუ არა, ამაში არ არის საქმე. პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი, რომ ქალის ადგილი არის "კუხნაში", არის რაღაც ტიპის და რაღაც მასშტაბის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. როცა რამდენიმე კვირის წინ, აშშ-ს არმიის ხელმძღვანელად დაინიშნა ქალი, ფიფას აღმასრულებელი დირექტორი არის ქალი, უფრო მეტი მამაკაცური რამე უნდა მოვიფიქროთ.

_ თინა ხიდაშელმა დაამტკიცა, რომ ქალის ადგილი არის პოლიტიკაში?

_ მე მგონია, ყველა ჩვენგანმა დავამტკიცეთ, რომ ქალის ადგილი არის საჯარო ცხოვრებაში. გულწრფელად მჯერა, რომ ეს ნიშა დანგრეულია და თამაზ მეჭიაურს თუ ხუთი კაცი ტაშს უკრავს, ეს არ არის ტრაგედია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალბატონებს რჩევასაც აძლევს და აღნიშნავს, რომ ბედნიერებისთვის ბრძოლა აუცილებელია:

_ მთავარია, ადამიანმა გააკეთოს თავისუფალი არჩევანი იმის სასარგებლოდ, სადაც უკეთ გრძნობს თავს რეალიზებულად. ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი _ ეს არის ერთადერთი ფორმულა. საკუთარი ბედნიერებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და რა კლიშეც არ უნდა არსებობდეს საზოგადოებაში, არ უნდა დავემორჩილოთ. თქვენ ფეისბუქი ახსენეთ წეღან _ ხშირად და ბევრ რაღაცაზე ვწერ, მათ შორის, პირად თემებზეც. ერთხელ დავწერე, რომ ერთი წელიწადი ჯოჯოხეთში ვიცხოვრე და მართლაც ასეა. დადგება მომენტი, როდესაც ყველაფერს მოვყვები და გაიგებს საზოგადოება, რას ვგულისხმობდი. საზოგადოება რასაც ხედავდა, ესეც საკმარისია _ მე იმდენი რამის მოთმენა მომიწია ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გაუძლებდა. 2 წლის წინ ვიღაცას ეს ჩემთვის რომ ეთქვა, რომ ისეთი რაღაცის მოთმენა მომიწევდა, თან ისეთი ადამიანებისგან, რომლებისგანაც, უბრალოდ, ხელის აქნევას არ მოვითმენდი, მაგრად დავცინებდი, მაგრამ ეს არის არჩევანი, რომელსაც აკეთებ. ღრმად ვარ დარწმუნებული, საქმე, რომელსაც ვემსახურები დღეს, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის. მგონია, რომ ამ საქმეს კარგად ვაკეთებ. ჩემზე კარგად, ალბათ, ბევრი გააკეთებდა, მაგრამ ახლა მე მომიხდა ამ საქმის კეთება და ეს საქმე ბედნიერებას მანიჭებს, _ აღნიშნა ხიდაშელმა.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სოფლის მაჟორიტარები ტენდერებს არ ენდობიან

დაბა ნასაკირალში გზის მოასფალტება დაიწყო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13.01.2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13.01.2026
მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

15:46; 13.01.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13.01.2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13.01.2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13.01.2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13.01.2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13.01.2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

12:21; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ფულთან დამოკიდებულება

12:20; 13.01.2026
მსოფლიო

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

12:15; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება

12:07; 13.01.2026
ზაფრანი

როგორ გამოვიანგარიშოთ ჩვენი რიცხვი

12:05; 13.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო