როცა სოკოვან დაავადებებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მხედველობაში გვაქვს მცენარეული პარაზიტები. სოკო, როგორც დაავადება, ხელს უწყობს მომაკვდავი მცენარის საბოლოო მოსპობას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მცენარე ჯერ უნდა დაავადდეს და მხოლოდ მერე გაჩნდეს სოკო.
მცენარის სხეულზე ხშირმა წვიმებმა, შესაძლოა, განაპირობოს, რომ სოკომ, რომელიც ნიადაგში თავის ფუნქციას ასრულებს, თანდათან მცენარეში შეაღწიოს. თუ გვინდა, რომ ეს ბაქტერიები უკან დავაბრუნოთ, მოვიშველიოთ ხალხური მეთოდი _ მოვხარშოთ ეს მცენარები, ნახარში გავაგრილოთ და იგივე ნიადაგზე, საიდანაც ავიღეთ, მოვასხუროთ. სოკოვანი დაავადებების გაჩენა ნაწილობრივ სხვა მიზეზითაც არის ხოლმე განპირობებული _ ბოლომდე გადაუმუშავებელი ორგანული სასუქი ან ცხოველური ნაკელი, რომელიც კარგად არ არის დაკომპოსტირებული, მცენარეს სოკოვან დაავადებებს შეყრიან. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არახელსაყრელ დღეებში მოსავლის აღებაც მომავალ წელს სოკოს გაჩენის მიზეზი ხდება. ასე რომ, სოკოვანი დაავადებების გაჩენის მიზეზი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. სოკოთი დაავადებული ნაყოფის დაწვის შემთხვევაში, მას წინასწარ უნდა გამოვარიდოთ კურკა და ცალკე კარგად დავწვათ.