https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას უმიზნებს საავადმყოფოს დირექტორად “დაწინაურებული” კახა ასკურავა

6:01; 7.01.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

კულუარებში ხმები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რეგიონში “ბახმაროს სკანდალმა” იფეთქა, რომელმაც, საბოლოოდ, მხოლოდ პოლიციის მაღალჩინოსნების თანამდებობები შეიწირა. იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ გურიის მოქმედი გუბერნატორი ამ სკანდალს შეეწირებოდა, ამას დაემატა რეგიონში წლის ბოლოს მნიშვნელოვნად გაუარესებული კრიმინოგენური ვითარება და მანამდე ქრთამის აღებისა თუ სხვადასხვა მაქინაციების გამო ჩინოსნების დაკავება.
მას შემდეგ, რაც  სკანდალების ფონზე, ურეკში, ჩიტაიშვილის მიერ გადახდილი ქორწილის დეტალები გავახმაურეთ, გუბერნატორი ჩვენზე განაწყენდა, ხოლო ხელისუფლება _ მასზე. თუ ჩიტაიშვილს განაწყენების საფუძველი არ ჰქონდა, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, მათი თქმით,  სამართლიანად იყვნენ აღშფოთებულები _ ლამის ყოველდღე ჩინოსნებს უჭერენ და რა ექორწილნადიმებოდაო. ჩიტაიშვილის მდგომარეობა განსაკუთრებით ინფრაქსტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის კომენტარებმა დაამძიმა _ გურიის ყოფილმა გუბერნატორმა რეგიონის დღევანდელი მაღალჩინოსნების შეფასებისას აღნიშნა, რომ ზოგის მუშაობა მოსწონს, ზოგის _ არა და იქვე დაამატა: “მაგალითად, გიორგი გოგუაძე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელიაო”. დაგვეთანხმებით, ასეთი განმარტება მოქმედ გუბერნატორს მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. ჭორის მოყვარულებს კი “გაახსენდათ”, რომ ლანჩხუთის გამგებლით ჩიტაიშვილის ჩანაცვლების შესახებ კულუარებიდან ხმებმა არაერთხელ გამოჟონა.
თუმცა, როგორც გურიის ადმინისტრაციიდან სახელისუფლო წყარომ გვაცნობა, ნიკოლაიშვილის განცხადება სულაც არ გამოვიდა დარტყმა გუბერნატორზე _ ვალერი ჩიტაიშვილს სხვა სახელისუფლო მხარდამჭერებიც აღმოაჩნდა და როგორც გვითხრეს, ამ ეტაპზე მის “გაქანებას” ვერავინ მოახერხებს. ჩიტაიშვილს რომ სერიოზული ლობი ჰყავს მთავრობაში, იქიდანაც ჩანს, რომ გურიაში, ალბათ, ყველაზე სკანდალური წლის შემდეგაც, ის თანამდებობას ინარჩუნებს.
სამაგიეროდ, იგივეს ვერ ახერხებს ვიცე-გუბერნატორი კახა ასკურავა _ მან უკვე დატოვა თანამდებობა და ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოს ჩაუდგა სათავეში. ასკურავა იუსტიციისა და განათლების ექს-მინისტრის ნიკა გვარამიასა და მთავარი პროკურორ ის მურთაზ ზოდელავას კადრად მიიჩნევა. გურიის ვიცე-გუბერნატორად მან 3 წლის განმავლობაში იმუშავა. თავად ამბობს, რომ ეს არ არის არც “მოშორება” და არც “ჩამოლაბორანტება” _ უბრალოდ, ჩემი პროფესიით მუშაობა გადავწყვიტეო. ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვწერდით, რომ ასკურავა საავადმყოფოს დირექტორი გახდებოდა. მაშინ მან ინფორმაცია არ დაადასტურა. როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, წარმოშობით ლანჩხუთელ ჯანდაცვის მინისტრს _ სანდრო ურუშაძეს ლანჩხუთელ ასკურავასთან ნაცნობობა აკავშირებს და მას შემდეგ, რაც ოზურგეთის საავადმყოფოში სტუმრად მისულმა მინისტრმა მენეჯმენტი დაიწუნა, ხოლო შემდეგ ხელფასმიუღებელმა პერსონალმა მასთან წერილი აფრინა, ურუშაძემ ასკურავას საავადმყოფოს დირექტორობა შესთავაზა. თუმცა, ინტრიგა და პასუხგაუცემელი კითხვები აშკარად დარჩა _ როგორ უნდა შესთავაზო ვიცე-გუბერნატორს საავადმყოფოს დირექტორობა ან რატომ სურდა თავად ასკურავას “პროფესიით მუშაობა”? წყაროს თქმით, ეს ასკურავას ჯანდაცვაში კარიერისთვისაა აუცილებელი. თუ ეს სიმართლეა, ასკურავა პოლიტიკიდან ჯანდაცვაში “ძირეულად” გადაინაცვლებს, სადაც “ერთ ადგილს” გავლენიანი მეგობრები უთუოდ გაუხერხებენ. ოზურგეთის საავადმყოფო კი საამისოდ ტრამპლინი იქნება.
ასკურავას ადგილი უკვე დაიკავა ლაშა შაფაქიძემ, რომელიც გუბერნატორის თანასოფლელია და წყარო ამტკიცებს, მეგობრები არიანო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩიტაიშვილმა გავლენები შეინარჩუნა. მოქმედი ხელისუფლების ბევრი მაღალჩინოსნისაგან განსხვავებით, ჩიტაიშვილი ოპოზიციასთანაც კი არასდროს გადასულა ზღვარს, იგი ყოველთვის ინარჩუნებდა სიმშვიდეს, თუმცა, უკვე თავს უფლებას აძლევს, ჟურნალისტის კითხვებს სისულელეები უწოდოს და ეს მაშინ, როცა ჩამოყალიბებულ კითხვაზე “დაბნეულ” პასუხს თავად სცემს.
რას უპირებს რამაზ ნიკოლაიშვილი შექებულ გამგებელ გოგუაძეს? ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მინისტრს იგი მოადგილედ ან მინიმუმ, სამინისტროში გადაჰყავს. ლანჩხუთის ხელისუფლებაში ამის შემდეგ რამდენიმე ცვლილებასაც მოელიან _ საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე გამგებელი გახდება, ხოლო მოადგილე ზვიად აფხაზავა საკრებულოს თავმჯდომარედ დაწინაურდება. ასეთი გადანაწილება ჯერ კიდევ ადგილობრივ არჩევნებამდე იგეგმებოდა, მაგრამ ნიკოლაიშვილის კადრ გოგუაძეს ვერაფერი მოუხერხეს. ჩიტიძე მარიკა ვერულაშვილის კადრად მიიჩნევა და მისი პოლიტიკაში დაბრუნება ვერულაშვილს უკავშირდება.
თუ გოგუაძეს ნიკოლაიშვილი თავისთან წაიყვანს, გამგებლის გუნდი ამას დაწინაურებად ჩათვლის, ხოლო მისი ოპონენტები _ დაქვეითებად. მართალია, მინისტრის მოადგილეობა ან თუნდაც სამინისტროში გადასვლა გამგებლისთვის აშკარად დაწინაურებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გოგუაძე ქვეყანაში ერთ-ერთ გავლენიან გამგებლად მიიჩნევა და მისი გურიიდან გადაყვანა პირდაპირ ნიშნავს, რომ ლანჩხუთური გავლენები მარიკა ვერულაშვილის გუნდის ხელში გადავა.
ჩვენ კომენტარისთვის რამაზ ნიკოლაიშვილს დავუკავშირდით, მაგრამ მინისტრმა გვითხრა, რომ ესტონეთში იმყოფება და ჩვენს კითხვებს მოგვიანებით უპასუხებდა. მოგვიანებითაც დავურეკეთ, მაგრამ იგი ისევ დაკავებული იყო.
ჩვენ გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილსაც დავუკავშირდით:
_ ბატონო ვალერი, რას უკავშირდება კახა ასკურავას ნაცვლად ლაშა შაფაქიძის დანიშვნა?
_ კახა ასკურავა არის გამოცდილი კადრი, ის იყო გამგებლის მოადგილე, წლების მანძილზე არის ვიცე-გუბერნატორი და ახლა ჩაიბარა ოზურგეთის საავადმყოფო…
_ ანუ გინდათ თქვათ, რომ ეს დაწინაურებაა? ასკურავა კარიერაში წინ მიიწევდა, ახლა კი…
_ ვერ დაგეთანხმებით. მთავარია, საქმე გააკეთო პროფესიონალურად. ვთვლი, რომ საავადმყოფოში გვჭირდება ძლიერი მენეჯერი.
_ ახალი ვიცე-გუბერნატორი მართლა თქვენი მეგობარია?
_ როცა მე შემოქმედის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, ის იყო მდივანი და აქედან ვიცნობ. შემდეგ, როცა მე რაიონში გადმოვედი, ლაშა გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, მერე წლების მანძილზე თბილისში მუშაობდა. თითქმის ერთი წელია, ოზურგეთის გამგეობაში მუშაობს და მიმაჩნია, რომ ის ღირსეულად იმუშავებს ახალ თანამდებობაზე.
_ ამ ადამიანებს ასეთი ცვლილებები თავად შესთავაზეთ?
_ დიახ.
რაც შეეხება ასკურავას ახალ სამსახურს, იგი უკვე წარუდგინეს ოზურგეთის საავადმყოფოს პერსონალს. აწ უკვე ექს-ვიცეგუბერნატორს დასაწყისიდანვე სკანდალები არ ასცდება _ სამედიცინო ცენტრში ოპტიმიზაციის პროცესები უნდა დაიწყოს და შემცირებები ახალ დირექტორს არც თუ კარგ სამსახურს გაუწევს. ასკურავა ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, სამედიცინო ცენტრის ფეხზე დასაყენებლად: _ ეს ჩემთვის არის გამოწვევა. მაქვს პრეტენზია, რომ მენეჯერის პოსტზე მუშაობას წარმატებით გავართმევ თავს. თუ ვერ შევძლებ, სახლში წავალ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კოლექტივთან ერთად ყველაფერი გამომივა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ გულწრფელად, რომ ამას არ ვთვლი დაქვეითებად, არც არავის მოუთხოვია საავადმყოფოს დირექტორად გადასვლა. ჩემი სურვილი იყო, შემოთავაზებაც მივიღე და დავთანხმდი, _ ამბობს ასკურავა.

ნი გაზეთი ჯერ კიდევ თვეების წინ წერდა გურიაში მოსალოდნელ სახელისუფლო ცვლილებებზე. კულუარებში ხმები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რეგიონში “ბახმაროს სკანდალმა” იფეთქა, რომელმაც, საბოლოოდ, მხოლოდ პოლიციის მაღალჩინოსნების თანამდებობები შეიწირა. იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ გურიის მოქმედი გუბერნატორი ამ სკანდალს შეეწირებოდა, ამას დაემატა რეგიონში წლის ბოლოს მნიშვნელოვნად გაუარესებული კრიმინოგენური ვითარება და მანამდე ქრთამის აღებისა თუ სხვადასხვა მაქინაციების გამო ჩინოსნების დაკავება.

მას შემდეგ, რაც სკანდალების ფონზე, ურეკში, ჩიტაიშვილის მიერ გადახდილი ქორწილის დეტალები გავახმაურეთ, გუბერნატორი ჩვენზე განაწყენდა, ხოლო ხელისუფლება _ მასზე. თუ ჩიტაიშვილს განაწყენების საფუძველი არ ჰქონდა, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, მათი თქმით, სამართლიანად იყვნენ აღშფოთებულები _ ლამის ყოველდღე ჩინოსნებს უჭერენ და რა ექორწილნადიმებოდაო. ჩიტაიშვილის მდგომარეობა განსაკუთრებით ინფრაქსტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის კომენტარებმა დაამძიმა _ გურიის ყოფილმა გუბერნატორმა რეგიონის დღევანდელი მაღალჩინოსნების შეფასებისას აღნიშნა, რომ ზოგის მუშაობა მოსწონს, ზოგის _ არა და იქვე დაამატა: “მაგალითად, გიორგი გოგუაძე საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესო გამგებელიაო“. დაგვეთანხმებით, ასეთი განმარტება მოქმედ გუბერნატორს მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. ჭორის მოყვარულებს კი “გაახსენდათ“, რომ ლანჩხუთის გამგებლით ჩიტაიშვილის ჩანაცვლების შესახებ კულუარებიდან ხმებმა არაერთხელ გამოჟონა.

თუმცა, როგორც გურიის ადმინისტრაციიდან სახელისუფლო წყარომ გვაცნობა, ნიკოლაიშვილის განცხადება სულაც არ გამოვიდა დარტყმა გუბერნატორზე _ ვალერი ჩიტაიშვილს სხვა სახელისუფლო მხარდამჭერებიც აღმოაჩნდა და როგორც გვითხრეს, ამ ეტაპზე მის “გაქანებას” ვერავინ მოახერხებს. ჩიტაიშვილს რომ სერიოზული ლობი ჰყავს მთავრობაში, იქიდანაც ჩანს, რომ გურიაში, ალბათ, ყველაზე სკანდალური წლის შემდეგაც, ის თანამდებობას ინარჩუნებს.

სამაგიეროდ, იგივეს ვერ ახერხებს ვიცე–გუბერნატორი კახა ასკურავა _ მან უკვე დატოვა თანამდებობა და ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოს ჩაუდგა სათავეში. ასკურავა იუსტიციისა და განათლების ექს–მინისტრის ნიკა გვარამიასა და მთავარი პროკურორ ის მურთაზ ზოდელავას კადრად მიიჩნევა. გურიის ვიცე–გუბერნატორად მან 3 წლის განმავლობაში იმუშავა. თავად ამბობს, რომ ეს არ არის არც “მოშორება” და არც “ჩამოლაბორანტება” _ უბრალოდ, ჩემი პროფესიით მუშაობა გადავწყვიტეო. ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვწერდით, რომ ასკურავა საავადმყოფოს დირექტორი გახდებოდა. მაშინ მან ინფორმაცია არ დაადასტურა. როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, წარმოშობით ლანჩხუთელ ჯანდაცვის მინისტრს _ სანდრო ურუშაძეს ლანჩხუთელ ასკურავასთან ნაცნობობა აკავშირებს და მას შემდეგ, რაც ოზურგეთის საავადმყოფოში სტუმრად მისულმა მინისტრმა მენეჯმენტი დაიწუნა, ხოლო შემდეგ ხელფასმიუღებელმა პერსონალმა მასთან წერილი აფრინა, ურუშაძემ ასკურავას საავადმყოფოს დირექტორობა შესთავაზა. თუმცა, ინტრიგა და პასუხგაუცემელი კითხვები აშკარად დარჩა _ როგორ უნდა შესთავაზო ვიცე–გუბერნატორს საავადმყოფოს დირექტორობა ან რატომ სურდა თავად ასკურავას “პროფესიით მუშაობა“? წყაროს თქმით, ეს ასკურავას ჯანდაცვაში კარიერისთვისაა აუცილებელი. თუ ეს სიმართლეა, ასკურავა პოლიტიკიდან ჯანდაცვაში “ძირეულად” გადაინაცვლებს, სადაც “ერთ ადგილს” გავლენიანი მეგობრები უთუოდ გაუხერხებენ. ოზურგეთის საავადმყოფო კი საამისოდ ტრამპლინი იქნება.

ასკურავას ადგილი უკვე დაიკავა ლაშა შაფაქიძემ, რომელიც გუბერნატორის თანასოფლელია და წყარო ამტკიცებს, მეგობრები არიანო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩიტაიშვილმა გავლენები შეინარჩუნა. მოქმედი ხელისუფლების ბევრი მაღალჩინოსნისაგან განსხვავებით, ჩიტაიშვილი ოპოზიციასთანაც კი არასდროს გადასულა ზღვარს, იგი ყოველთვის ინარჩუნებდა სიმშვიდეს, თუმცა, უკვე თავს უფლებას აძლევს, ჟურნალისტის კითხვებს სისულელეები უწოდოს და ეს მაშინ, როცა ჩამოყალიბებულ კითხვაზე “დაბნეულ” პასუხს თავად სცემს.

რას უპირებს რამაზ ნიკოლაიშვილი შექებულ გამგებელ გოგუაძეს? ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მინისტრს იგი მოადგილედ ან მინიმუმ, სამინისტროში გადაჰყავს. ლანჩხუთის ხელისუფლებაში ამის შემდეგ რამდენიმე ცვლილებასაც მოელიან _ საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე გამგებელი გახდება, ხოლო მოადგილე ზვიად აფხაზავა საკრებულოს თავმჯდომარედ დაწინაურდება. ასეთი გადანაწილება ჯერ კიდევ ადგილობრივ არჩევნებამდე იგეგმებოდა, მაგრამ ნიკოლაიშვილის კადრ გოგუაძეს ვერაფერი მოუხერხეს. ჩიტიძე მარიკა ვერულაშვილის კადრად მიიჩნევა და მისი პოლიტიკაში დაბრუნება ვერულაშვილს უკავშირდება.

თუ გოგუაძეს ნიკოლაიშვილი თავისთან წაიყვანს, გამგებლის გუნდი ამას დაწინაურებად ჩათვლის, ხოლო მისი ოპონენტები _ დაქვეითებად. მართალია, მინისტრის მოადგილეობა ან თუნდაც სამინისტროში გადასვლა გამგებლისთვის აშკარად დაწინაურებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გოგუაძე ქვეყანაში ერთ–ერთ გავლენიან გამგებლად მიიჩნევა და მისი გურიიდან გადაყვანა პირდაპირ ნიშნავს, რომ ლანჩხუთური გავლენები მარიკა ვერულაშვილის გუნდის ხელში გადავა.

ჩვენ კომენტარისთვის რამაზ ნიკოლაიშვილს დავუკავშირდით, მაგრამ მინისტრმა გვითხრა, რომ ესტონეთში იმყოფება და ჩვენს კითხვებს მოგვიანებით უპასუხებდა. მოგვიანებითაც დავურეკეთ, მაგრამ იგი ისევ დაკავებული იყო.

ჩვენ გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილსაც დავუკავშირდით:

_ ბატონო ვალერი, რას უკავშირდება კახა ასკურავას ნაცვლად ლაშა შაფაქიძის დანიშვნა?

_ კახა ასკურავა არის გამოცდილი კადრი, ის იყო გამგებლის მოადგილე, წლების მანძილზე არის ვიცე–გუბერნატორი და ახლა ჩაიბარა ოზურგეთის საავადმყოფო…

_ ანუ გინდათ თქვათ, რომ ეს დაწინაურებაა? ასკურავა კარიერაში წინ მიიწევდა, ახლა კი…

_ ვერ დაგეთანხმებით. მთავარია, საქმე გააკეთო პროფესიონალურად. ვთვლი, რომ საავადმყოფოში გვჭირდება ძლიერი მენეჯერი.

_ ახალი ვიცე–გუბერნატორი მართლა თქვენი მეგობარია?

_ როცა მე შემოქმედის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, ის იყო მდივანი და აქედან ვიცნობ. შემდეგ, როცა მე რაიონში გადმოვედი, ლაშა გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, მერე წლების მანძილზე თბილისში მუშაობდა. თითქმის ერთი წელია, ოზურგეთის გამგეობაში მუშაობს და მიმაჩნია, რომ ის ღირსეულად იმუშავებს ახალ თანამდებობაზე.

_ ამ ადამიანებს ასეთი ცვლილებები თავად შესთავაზეთ?

_ დიახ.

რაც შეეხება ასკურავას ახალ სამსახურს, იგი უკვე წარუდგინეს ოზურგეთის საავადმყოფოს პერსონალს. აწ უკვე ექს–ვიცეგუბერნატორს დასაწყისიდანვე სკანდალები არ ასცდება _ სამედიცინო ცენტრში ოპტიმიზაციის პროცესები უნდა დაიწყოს და შემცირებები ახალ დირექტორს არც თუ კარგ სამსახურს გაუწევს. ასკურავა ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, სამედიცინო ცენტრის ფეხზე დასაყენებლად: _ ეს ჩემთვის არის გამოწვევა. მაქვს პრეტენზია, რომ მენეჯერის პოსტზე მუშაობას წარმატებით გავართმევ თავს. თუ ვერ შევძლებ, სახლში წავალ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კოლექტივთან ერთად ყველაფერი გამომივა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ გულწრფელად, რომ ამას არ ვთვლი დაქვეითებად, არც არავის მოუთხოვია საავადმყოფოს დირექტორად გადასვლა. ჩემი სურვილი იყო, შემოთავაზებაც მივიღე და დავთანხმდი, _ ამბობს ასკურავა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სოციალურ ქსელებში ჩაკარგული ხელისუფლება

როგორ მოხვდნენ სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ოზურგეთელი მსახიობები

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6.12.2025
პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6.12.2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6.12.2025
საზოგადოება

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:29; 6.12.2025
საზოგადოება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო – კობახიძე

9:59; 6.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო