კონსტანტინე ნიჟარაძე, ოზურგეთი:
_ ძალიან კარგი პიროვნებაა და აუცილებლად უნდა დაბრუნდეს.
მურად კილაძე, ოზურგეთი:
_ თუ კი რამ კარგი გაკეთდა საქართველოში, რომელიც ქართველ ერს წაადგებოდა, მისი დამსახურებაა და უნდა დაბრუნდეს _ სხვა გზა არაა.
ნარგიზ ქარცივაძე, ოზურგეთი:
_ არ უნდა დაბრუნდეს, არანაირი იმედი არ გვაქვს. ცხოვრება უფრო და უფრო გაჭირდა.
ჯუმბერ მეგრელიშვილი, ოზურგეთი:
_ თუ დაბრუნდება, ჩემთვის რა სიკეთეს მოიტანს?!
მზია ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:
_ ვფიქრობ, დაბრუნება არ სჭირდება _ ის იყო და არის პოლიტიკაში.
ავთანდილ ქინქლაძე, ლანჩხუთი:
_ შორს ვარ პოლიტიკიდან და არ მაინტერესებს, ვინ სადაა.
ალექსი ტრაპაიძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი არაფერი.
ნოდარ გიორგაძე, ჩოხატაური:
_ კი, უნდა დაბრუნდეს. ისაა ჩვენი იმედი.
მიშა პაიჭაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, არ არის პოლიტიკა ჩემი საქმე, მშრომელი კაცი ვარ.
ვასიკო ბარამიძე, ჩოხატაური:
_ მე მგონი. არა.
დარიკო ვასაძე, ჩოხატაური:
_ არავითარ შემთხვევაში.
ია ანანიძე, ოზურგეთი:
_ ძალიან გაგვიჭირდა, პენსიის გამოტანაც ძნელი გახდა, იმდენი პროცენტი მიაქვთ. ვფიქრობთ, რომ, არ უნდა დაბრუნდეს.





























































