BBC-ის ინფორმაციით, ყაზახმა სამართალდამცავებმა რეიდის შედეგად, კვირას, ქალაქ აქობში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 5 პირი მოკლეს.
როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილები კვირას იარაღის მაღაზიას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამის შემდეგ, თავდამსხმელებმა ავტობუსი გაიტაცეს და სამი ჯარისკაცი მოკლეს, ხოლო შემთხვევის შედეგად 9 სამხედრო დაშავდა.
როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა განცხადა, თავდამსხმელები ინსტრუქციებს საზღვარგარეთიდან იღებდნენ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია უცხო ქვეყნის ან დაჯგუფების დასახელება.