ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ ნასაკირალში მცხოვრებმა, ამირან გოგუაძემ "ასაწონი ჩურჩხელას" (გურულად ჯანჯუხა) წარმოება დაიწყო. მრგვალი ფორმის პროდუქტი ამ ეტაპზე მხოლოდ ოზურგეთში იყიდება.
"არსად არ ვმუშაობ და დავიწყე ე.წ. "ასაწონი ჩურჩხელას“ მომზადება. შიგთავში არის მოთავსებული ხურმის ჩირი, ნიგოზი და შემდეგ ვავლებთ თათარაში." – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ამირან გოგუაძე.
"ასაწონი ჩურჩხელას" წარმოება ჩემი ხარჯებით დავიწყე და იმედია, რომ მისი გაფართოება მომიწევს. ამ ეტაპზე მე და ჩემი მეუღლე ვართ ამ საქმით დაკავებული. თუ მოთხოვნა იქნება ბაზარზე, ამას რას სჯობს, ხალხსაც დავასაქმებთ". – გვითხრა გოგუაძემ.