საფრანგეთის ხელისუფლება ქალაქებში, რომლებიც ევრო 2016-ს მასპინძლობენ, ალკოჰოლის გაყიდვას კრძალავს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მარსელში გულშემატკივრებს შორის მომხდარი რამდენიმე დაპირისპირების შემდეგ მიიღო.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერნარდ კაზენუევეს განცხადებით, თამაშამდე ერთი დღით ადრე, მატჩის მასპინძელ ქალაქში ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება.
"ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ, რომ არ მოხდეს გულშემატკივართა თავშეყრის ადგილებში და ასევე სტადიონზე მატჩის მსვლელობის დროს ალკოჰოლის შეტანა, გაყიდვა და მოხმარება,"_განაცხადა კაზენუევემ.
როგორც ცნობილია, შაბათს რუსეთისა და ინგლისის ნაკრებების გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორივე ნაკრები ჩემპიონატიდან მოხსნის საფრთხის წინაშე დგას.
როგორც ცნობილია, საქმეს უეფა იძიებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, საფრანგეთში, ინგლისის ნაკრების მომავალ მატჩზე დიდი ბრიტანეთის პოლიციის გაგზავნას გეგმავს.
როგორც ცნობილია, ევრო 2016-ს საფრანგეთის 10 ქალაქი მასპინძლობს.
ამავე თემაზე:
ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებსა და მარსელის მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა