დღეს საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში კონტინენტის ამჟამინდელი ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული გუნდი ჩეხეთს დაუპირისპირდება. რამდენიმე ევროპულმა საინფორმაციო სააგენტომ ესპანელთა შემადგენლობა უკვე გაავრცელა. ამ ვერსიით ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის კარს იკერ კასილიასი დაიცავს.
ერთი საათის წინ გამოცემამ "Marca" ნაკრების შემადგენლობის განსხვავებული ვარიანტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კასილიასის ნაცვლად კარს 25 წლის დავიდ დე ხეა დაიცავს.
"Marca"-ს ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ეროვნულ გუნდთან დაახლოებული პიროვნებებისგან მიიღეს უტყუარი ინფორმაცია – 65 წლის ვისენტე დელ ბოსკემ საკუთარი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მიიღო. ალბათ მიხვდით, მან უპირატესობა "მანჩესტერ იუნაიტედის" კარის დარაჯს მიანიჭა. რასაკვირველია ეს ამბავი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის ცნობილი არ არის.
საინტერესოა რომ 2002 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იკერ კასილიასი ეროვნული გუნდის კაპიტნად ვეღარ მოგვევლინება.
ევროპის პირველობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ზემოთხსენებულმა ბეჭდვითმა გამოცემამ თავისი ქვეყნის გულშემატკივრებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა. ფეხბურთის თაყვანისმცემლებს "საფრანგეთი-2016"-ზე ნაკრების ძირითადი ძირითადი მეკარე უნდა გამოევლინათ. დიდი უპირატესობით იკერ კასილიასმა გაიმარჯვა.
რამდენიმე საათში ქალაქ ტულუზაში ესპანეთი-ჩეხეთის შეხვედრა დაიწყება. ცნობილი გახდება ისიც, სიმართლე ვის მხარეზეა – ესპანური გაზეთისა თუ ევროპული საინფორმაციო გამოშვებების.