Microsoft Linkedin -ს 26 მილიარდ დოლარად ყიდულობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტში აცხადებენ, მსოფლიოს უმსხვილესი პროფესიონალური ქსელი, Linkedin-ი, ბრენდს, კულტურას და დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის მიერ გაკეთებული ერთ-ერთი დიდი შენაძენია.
როგორც ცნობილია, Microsoft-მა 2011 წელს სკაიპი, ხოლო 2013 წელს „ნოკია“ შეისყიდა.