საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას ინფორმაციით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი ევროპარლამენტში სექტემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ ქარდავა სოციალურ ქსელში წერს.
"საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე კენჭისყრა ევროპარლამენტში სექტემბერში დაინიშნა. სხდომა შედგება სექტემბრის პირველ ნახევარში!!! იმედი მაქვს, ზაფხულში დასრულდება ყველა პროცედურა და დარჩება კენჭისყრა მხოლოდ!" _ წერს ქარდავა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პარლამენტარები რამდენჯერმე ვერ შეთანხმდნენ. ბოლო შეხვედრა 20 ივნისს უნდა გამართულიყო.