4 ივლისიდან ესანეთის მთავრობა ევროსაბჭოს მიერ დამტკიცებული უსაფრთხო ქვეყნებიდან 12 სახელმწიფოსთან საზღვრებს ხსნის, მათ შორის არის საქართველოც, _ ამის შესახებ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 4 ივლისის 00:00 საათიდან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ ავტრალიის, კანადის, იაპონიის, საქართველოს, ახალი ზელანდიის, მონტენეგროს, რუანდის, სერბეთის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეები.
ასვე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის, მაროკოს და ალჟირის შემთხვევაში, საზღვრების გახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან აღნიშნული ქვეყნები ორმხრივობის პრინციპიდან გამომდინარე და გახსნიან თუ არა თავიანთ საზღვრებს ესპანეთის მოქალაქეებისთვის.
როგორც ცნობილია, 30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლება.
14 ქვეყანას შორის საქართველოც არის.