იქ ჩასვლის ოფიციალურ ვერსიად “გურია ნიუსთან” საუბარში ნათია ბანძელაძე სტუდენტური ბარათების თემას ასახელებს.
პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით განსაკუთრებულად არის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები. იუსტიციის სამინისტროს წინ მდგომი რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ვინაობას არ ასახელებენ, გვეკითხებიან, რომელ მედია საშუალებას წარმოვადგენთ.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის ოზურგეთის ვიზიტის შესახებ არანაირი ოფიციალური ვერსია არ გავრცელებულა. აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქუთაისში გამართულ აქციაზე, ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 17 ივნისს, ის ოზურგეთში აპირებდა ჩამოსვლას.